ტოპ 5 ბრაზილიელი, ვინც იმედები ვერ გაამართლა

AutoSharing Option
ბრაზილია ფეხბურთის ტალანტების ნამდვილი სამჭედლოა. ქვეყნის კულტურა, რელიგია, იდეა და მისწრაფება, გადატანით მნიშვნელობით, ფეხბურთია. რამდენიმე ათეული წელია ბრაზილიელი ფეხბურთელები თავიანთი ოსტატობით, ცრუ მოძრაობებითა და ბურთის ფლობის ტექნიკით სამყაროს აოცებენ. თითქმის უკლებლივ თითოეული მათგანი უხვად არის დაჯილდოებული ნიჭით, თუმცა მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ ნიჭი და შრომა ერთმანეთს შეუთავსონ და ფეხბურთის ისეთ ხატებად იქცნენ, როგორიცაა პელე, რონალდო, რივალდო და რომარიო. ჩვენ დღეს მოგიყვებით იმ 5 ფეხბურთელზე, რომელთა ნიჭი შესაძლოა უსაზღვრო იყო, თუმცა შრომისმოყვარეობა და მტკიცე ხასიათი ტალანტის უკუპროპორციული აღმოჩნდა: ტოპ 5 ბრაზილიელი იმედგაცრუება.

5. რობინიო

Sportall.Ge
როცა რობიონიმ პირველად დაიწყო "სანტოსის" მაისურით სისტემატიური თამაში, ჯერ კიდევ მაშინ, ბრაზილიელმა გულშემატკივარმა ის ახალ პელედ შერაცხა. ახალგაზრდა ფეხბურთელს ეს იდეა მოეწონა და დაიჯერა, რომ უკვე პატარა ასაკში ის ერთ-ერთი დიდებული ფეხბურთელი იყო. 

სიტუაცია ნელ-ნელა შეიცვალა, როცა რობინიო მადრიდის "რეალში" აღმოჩნდა. არადა, პირველ სეზონში კარგი შთაბეჭდილება დატოვა. 

მეორე სეზონიდან კი ეტაპობრივი დაღმასვლა დაეწყო. ის თავის ფიზიკურ განვითარებას ყურადღებას არ აქცევდა და ფიქრობდა, რომ წარმატებული ფეხბურთის საიდუმლო მომაჯადოებელ დრიბლინგსა და ცრუმოძრაობებში იყო. 

თუმცა ეს გულგრილი დამოკიდებულება ყველგან ხელს უშლიდა, სადაც არ უნდა ეთამაშა. მოგვიანებით, რობინიოსგან ის დარჩა, რაც ახალგაზრდობის დროს იყო - იმედები და დიდი ტალანტის ჩანასახი. საბოლოოდ, მან ნამდვილად ვერ გაამართლა ის მოლოდინები, რასაც მასზე ამყარებდნენ. 

4. ალეშანდრე პატო

Sportall.Ge
ალეშანდრო, ჯერ კიდევ თინეიჯერულ ასაკში, იმდენად პროდუქტიული იყო, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში "ბარსელონას" წინააღმდეგ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. 

ბრაზილელმა გულშემატკივარმა ის ლეგენდარულ რონალდოს შეადარა. 2007 წელს ის იტალიურმა "მილანმა" შეიძინა. მაშინ "მილანელები" ფიქრობდნენ, რომ პატოს სახით მათ მომავალი კაკა ჰყავდათ. 

მიუხედავად იმისა, რომ პატომ თავდაპირველად ეფექტურად დაიწყო თამაში, მან ვერასდროს მიაღწია ისეთ დონეს, რომელსაც მისგან გულშემატკივარი ელოდა. 

შემდეგ ალეშანდრომ განვითარებას, ეგზოტიკურ ქვეყნებში მაღალ ხელფასზე თამაში ამჯობინა, რითაც ყველა იმედი დაასამარა. 

3. ადრიანო

Sportall.Ge
ადრიანოს ამბავი ფეხბურთის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკულია. როცა ის "ინტერში" გადავიდა, ყველა უნარი გააჩნდა, რომ რონალდოზე დიდი ფეხბურთელი დამდგარიყო. თუმცა "ინტერში" გადასვლიდან მალევე, ადრიანოს მამა გარდაიცვალა, ამ შემთხვევამ კი მისი ცხოვრება 360 გრადუსით უკუღმა დაატრიალა. მას შემდეგ ნეგატივის ჭაობში დაიწყო ჩაძირვა, რომლიდანაც დღესაც კი ვერ გათავისუფლდა. 

თუმცა მისი გამტყუნება სწორი არ იქნება. არავინ იცის მსგავს ტრაგედიაზე ვის როგორი რეაქცია ექნებოდა. 

2. რონალდინიო

Sportall.Ge
ის რომ რონალდინიო ყველადროის ერთ-ერთი ნიჭიერი ფეხბურთელია არავინ დაობს. მისი მიღწევები ამ იდეას სერიოზულად ამყარებს. თუმცა რონალდინიოს შეეძლო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გამხდარიყო, მაგრამ მან მარტივი გზა აირჩია. 

2005 წელს ოქროს ბურთის მოგების შემდეგ, მან პრაქტიკულად შეწყვიტა განვითარება. რონალდინიოს აღარ ადარდებდა, რომ მსოფლიოში საუკეთესო ფხბურთელი ყოფილიყო. მილიონობით ადამიანი ელოდა, რომ ერთ დღეს ის ძველებურად ათამაშდებოდა და მოტივაცია დაუბრუნდებოდა, თუმცა ეს დღე აღასდროს დადგა. 

1.

Sportall.Ge

მორიგი მაგალითი ბრაზილიელი უნიჭიერესი ფეხბურთელის, რომლის კარიერა არ შეესაბამება მოლოდინსა და მის საფეხბურთო უნარებს. ნეიმარი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და შეუძლია საკუთარი კარიერის რეაბილიტაცია, თუმცა საკმაოდ ხშირად ის არასწორ არჩევანს აკეთებს.

უკანაკსნელი ორი წელი მოწმობს იმას, რომ ნეიმარიც ნაცვლად ნიჭის განვითარებისა, ყურადღებას მაღალ შემოსავალს და არც თუ დიდი პერსპექტივის გუნდს ანიჭებს უპირატესობას. ეს ისტორია ბევრი ბრაზილიელისთვის ნაცნობია...
მკითხველის კომენტარები / 34 /
ამ სიაში რომ რონალდინიო შეგყავთ, ფეხბურთის რამე გაგეგებათ საერთოდ ? "ვერ გაამართლა" ნიშნავს იმას, რომ უფრო მაღალ დონეზე შეეძლო თამაში და ვერ გაქაჩა (კლასიკური მაგალითი ქინქლაძე). რონალდინიომ რა ვერ გვაჩვენა ? სამი წელი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იყო და აბსოლუტურად ყველა ღირებული ტიტული მოპოვებული აქვს, გინდ გუნდური და გინდ ინდივიდუალური.
უბრალოდ, მალე დაკარგა მოტივაცია. ეგრე მარადონამაც თავისი უაზრო ქცევებით მინიმუმ 5 წელი მოაკლო თავის კარიერას და მაგაზეც ვერ გაამართლაო, ხომ არ ვიტყვით ? ))))
korben dallas
07 მარტი 2020 13:03
0
ადრიანო 360 გრადუსით თუ დატრიალდა ისევ ისეთი მაგარი უნდა ყოფილიყო დატრიალების შემდეგ. ალბათ 180 გრადუსს გულისხმობდით :P
V
07 მარტი 2020 18:40
0
რონიმ ვერ გაამართლა? ღადაობთ ხო?
გიორგი
07 მარტი 2020 13:13
1
რონალდინიო ფეხბურთის მოცარტია პ.ს.ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს
sake
07 მარტი 2020 15:44
0
რონალდინიომ ვერ გაამართლა? ყველა დროის საუკეთესო სანახაობრივი ფეხბურთელია.
რაგბის ფანი
07 მარტი 2020 21:40
1
ხოდა ამაშია საქმე, ყველა დროის საუკეთესო უნდა ყოფილიყო, პოტენციალი ქონდა, თორემ შედარებითია ყველაფერი, ასე რონალდინიოზე ვლაპარაკობთ, რომ მეტი გვინდოდა, კუტინიოზე კი არა...
levani
07 მარტი 2020 23:29
0
ვერ გავიგე რონალდინიომ რატომ ვერ გაამართლა? მსოფლიო ჩემპიონი გახდა 2002 წელს და ბარსელონაში ბრწყინავდა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო 2006 წელს
giorgi 3
07 მარტი 2020 17:36
1
Ronaldinios kidev meti da meti sheedzlo. Rac maganb2-sam celshi moaxerxa bevrma qnas, magram mistvis cotaa, is yvelaze didi unda yofiliyo
ზურა
07 მარტი 2020 21:32
1
მე მგონი ძალიან ჩქარა რომ ჩქარა როგორც კაშკაშა ვარსკვლავი იმიტომ,2002 ბრეყინავდა და იმის მერეც ,მაგრამ გერმანიის მსოფლიოს მერე
ემზარ დუისბურგი
07 მარტი 2020 21:20
0
ver xart sagh azrze kaci msoplios chempioni msoplios sauketeso pecburteli sad iyo yvelgan kvali datova da ar shemdgario ..
kaxa
07 მარტი 2020 21:04
1
და პელე? ისეთი სიაა ეგღა აკლია? მაინც ვინ ადგენს ასეთიებს?
იდალგო
07 მარტი 2020 14:07
4
რონალდინიოს და ნეიმარის ამ სიაში ყოფნა ცოტა არ იყოს უხერხულიცაა. ღადაობ აავტორ?
გოგა
07 მარტი 2020 17:35
1
გოგა ძმობილო ეს ფეხბურთელები არც გერმანელები და არც ესპანელები და არც ინგლისელ- ფრანგ და იტალიელები არიან! ბრაზილიელების გადმოსახედიდან ,მათი ტალანტების შემხედვარე და მათზე წინასწარ გაცემულმა ნდობის ასე ვთქვათ კრედიტებმა ვერ გაამართლეს ბოლომდე! გაიგე? აბა პელეს დაგარინჩას გარინჩას ქვეყანაში დაბალზე დაუყენებდნენ თამასას? როგორ გგონია ? ჩვენ თუ ვიძახით რომ ქინქიმ ვერ გაამართლაო და ბოლომდე ვერ გამოავლინა თავისი თავიო,რა რონალდინიომ ბოლომდე დადო ძვლები ? ჩემთვის ალბათ 50-60 პროცენტი,მეტი არა....
ემზარ დუისბურგი
07 მარტი 2020 21:37
0
დენილსონი და ზერობერტო აკლია.
დავითი
07 მარტი 2020 13:33
2
ფეხბურთის ყველა დროს ისტორიაში დენილსონი რაღაც საოცარი ტალანტი იყო, კაცს ბურთს ვერ ართმევდნენ. სამწუხაროა რომ ვერ განვითარდა
დავით 67
07 მარტი 2020 17:56
0
დენილსონი ამ სიაში პირველი უნდა იყოს. ნეიმარმა და რონალდინიომ რა დააშავა ვერ მივხვდი?! აქ არაა მათი ადგილი.
bmb
07 მარტი 2020 18:55
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული