The Independent: სავარაუდოდ ფეხბურთი სექტემბრამდე დასრულდა

AutoSharing Option
ბრიტანული "ინდეპენდენტის" ცნობით, შესაძლოა, ინგლისისა და ევროპის საფეხბურთო ხელისუფლებმა კორონავირუსის გამო ყველა ტურნირი სექტემბრამდე შეაჩერონ.

ხუთშაბათს კორონავირუსმა მსოფლიოს სპორტზე იმ დონის გავლენას მიაღწია, რომ ინგლისის საფეხბურთო ორგანიზაციათა ხელმძღვანელებმა სამთავრობო კომიტეტს მიმართეს და საუბრისას იმ აზრამდე მივიდნენ, რომ მაყურებელებით მატჩების ჩატარების გადაწყვეტილება შეცდომა იყო.

პარასკევ დილით პრემიერლიგისა და ინგლისის სხვა ლიგების 4 აპრილამდე შეჩერების გადაწყვეტილება იყო მიღებული.

სანდო წყარომ აღნიშნულ გამოცემას აცნობა, რომ საუბრისას ტურნირის იმ დროისთვის განახლება უბრალოდ წარმოუდგენლად მიიჩნიეს.

სამშაბათს უეფა თავის ასოციაციებთან და სხვა საფეხბურთო ორგანიზციებთან მომავალი მოქმედების
გეგმის შესამუშავებლად ვიდეოკონფერენციას ჩაატარებს.

მოელიან, რომ უეფა ევრო 2020-ს მომავალი წლისთვის გადაიტანს, ყველა დანარჩენ ტურნირს კი შეაჩერებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული