ავსტრალიელებს არ ეშინიათ: ჩემპიონატს გრაფიკის მიხედვით გააგრძელებენ

AutoSharing Option
ავსტრალიის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურ ვებგვერდზე გააკეთა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სეზონის დარჩენილი ნაწილი ჩვეულებრივად გაგრძელდება, თუმცა მაყურებლები სტადიონზე არ დაიშვებიან. ახალი ზელანდიის კლუბი "ველინგტონ ფენიქსი" კი თავის მატჩებს ავსტრალიაში გამართავს.

სეზონის გაგრძელება კითხვის ქვეშ იყო, რამდენადაც ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ კორონავირუსის პანდემიის გამო გადაადგილებაზე უმკაცრესი ზომები მიიღეს. ფედერაციამ გადაწყვეტილება კლუბებთან და ჯანდაცვის ორგანოებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო. 

15 მარტის მონაცემებით, კორონავირუსით დაინფიცირდა 156 ათასი ადამიანი, 5819 გარდაიცვალა, ხოლო 72 ათასი განიკურნა. ავსტრალიაში სიკვდილის 5 შემთხვევა დაფიქსირდა. 

altსერია A-ს დასასრულებლად იტალია ევროპირველობის

გადატანას მოითხოვს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული