ბრაზილიის ნაკრების ექსფეხბურთელი: მოვილაპარაკეთ, ყოველ ჩვენგანს მესისთვის ფეხებში ერთხელ უნდა მოერტყა, რიგრიგობით

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ფელიპე მელო თვლის, რომ "ბარსელონას" თავდამსხმელი ლეო მესი "იუვენტუსის" ფორვარდ რონალდოზე უკეთესი ფეხბურთელია.

"მესი უნიკალურია. როდესაც ბრაზილიის ნაკრები არგენტინას ხვდებოდა, მოვილაპარაკეთ, რომ ყოველ ჩვენგანს მისთვის ფეხებში ერთხელ უნდა მოერტყა, რიგრიგობით. ეს ძალიან ძნელია. სხვანაირად ვერ შევაჩერებდით. მისი მწყობრიდან გამოყვანა არ გვინდოდა, მაგრამ რიტმი უნდა შეგვეჩერებინა, შეგვეშფოთებინა.

პელეზე ვერაფერს გეტყვით, რადგან მისი თამაში არ მინახავს. მახსოვს, 1990 წელს არგენტინამ ბრაზილიას კანიჯას გოლით მოუგო. ბრაზილიელები ამბობენ, რომ ზიკო საუკეთესოა, თუმცა მე პირველად "მარაკანაზე" ჩატარებულ გამოსამშვიდობებელ მატჩში ვნახე. ამიტომ
შემიძლია გითხრათ, პელე, მარადონა და ზიკო ფენომენალურები არიან.

მესის თამაში ვნახე და ის არაჩვეულებრივი იყო. რონალდოზე უკეთესია, რადგან პორტუგალიელს შეუძლია გუნდისთვის 5 გოლი გაიტანოს, მესის კი 5 გოლიც გააქვს და თანაგუნდელებს მომენტებსაც უქმნის. ის უფრო სრულყოფილია", - ციტირებს მელოს კატალონიური "სპორტი".

მკითხველის კომენტარები / 14 /
ასეა და ამას მარტო ბრაზილიის ნაკრები არ აკეთებს სამწუხაროდ....
1
მაშინ როგორა აქვს რონალდუს ნაკრებში 99 გოლი გატანილი თითქმის ორჯერ მეტი ვიდრე მესის,ან ჩ.ლ-ის პლეიოფებში ორჯერ უფრო მეტი.ხოლო პელესა და მარადონასთან მისი შედარება, ვინც მსოფლიოზე დაანგრიეს უძლიერესი ნაკრებები სასაცილოა.
სტატისტიკას ვერსად გაექცევი.
10:52 19-03-2020
30

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული