ბენედიქტ ჰიოვედესი: არაა საჭირო გენიოსობა, რომ მიხვდე, რუსეთის ოფიციალური სტატისტიკა ტყუილია

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" ცენტრალურმა მცველმა ბენედიქტ ჰიოვედესმა T-Online-ის საკუთარ სვეტში კორონავირუსის რუსეთის ტერიტორიაზე გავრცელების შესახებ დაწერა.

"რუსეთში, ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით დაინფიცირების მხოლოდ 114 შემთხვევაა რეგისტრირებული. პუტინის სიტყვებით, აღნიშნული შედეგი რეგიონებში მიღებული პროფილაქტიკური ზომებით არის განპირობებული და იმითაც, რომ ქვეყანაში გლობალურად მხოლოდ 1 კვირაა, რაც ვირუსი გავრცელდა.

იმის მისახვედრად, რომ დაინფიცირებულთა რიცხვი გაცილებით დიდია, არაა საჭირო, გენიოსი იყო და ბრწყინვალე გონება გქონდეს. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ მხოლოდ ამ კვირაში ჩაკეტეს საზღვრები", - განაცხადა ჰიოვედესმა.

ჰიოვედესმა ეს პოსტი 2 დღის წინ გამოაქვეყნა. დღევანდელი,
20 მარტის მონაცემებით, კორონავირუსით რუსეთში ოფიციალურად 199 ადამიანი დაინფიცირდა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ვოვასი არ გეშინია? დაგიჭერენ ბენედიქტ
ჯეკო
21:20 20-03-2020
2
ციმბირი ჩინელებითაა სავსე და მხოლოდ 144 ადამიანი?
სტატუს ქუო
20:44 20-03-2020
2

სიახლეები პოპულარული