ყოფილი რუსი ფეხბურთელი და შემდგომში მწვრთნელი ალეკსანდრ ტარხანოვი ამჟამად სომხეთის "პიუნიკის" ვიცე-პრეზიდენტია. მან კორონავირუსის გამო ჩემპიონატების შეჩერების შესახებ ისაუბრა.
"ახლა ფეხბურთს მხოლოდ ბელარუსები თამაშობენ. კარგია, რომ სადღაც კიდევ თამაშობენ. ასეთი ეპიდემიისას პაუზის აღებაა უკეთესი. მოცდაა საჭირო და შემდეგ თამაში. იტალიასა და ჩინეთს კორონავირუსმა ძლიერი დარტყმა მიაყენა. ზოგიერთ ქვეყანაში უკვე უკეთესობა შეინიშნება, ბევრი გამოჯანმრთელდა.
ისე, გრიპით მეტი ავადმყოფობს. ონკოლოგიას რომ შევხედოთ? კიბოთი ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება. ეს კი მხოლოდ კორონავირუსია.
ყოველ წელს გავდივარ მედშემოწმებას, ვხედავ სიტუაციას, რამდენი ადამიანი მკურნალობს, რამდენი გარდაიცვალა.
აი, რას უნდა ვებრძოლოთ. ეს დიდი ხნის წინ გავიარე - 12-13 წლის წინ. ონკოლოგიით დაავადებულთათვის კორონავირუსი ყველაზე დიდი საფრთხე არ არის, დამიჯერეთ", - განუცხადა ტარხანოვმა "Р-Спорт"-ს.
ყოველ წელს გავდივარ მედშემოწმებას, ვხედავ სიტუაციას, რამდენი ადამიანი მკურნალობს, რამდენი გარდაიცვალა.