
ტარხანოვს "ურალში" მთავარ მწვრთნელად 2013-15 წლებშიც უმუშავია, თანამდებობის დატოვების შემდეგ კი კლუბის პრეზიდენტის მრჩეველი იყო.
ბოლოს ჭანტურიას გუნდს ვადიმ სკრიპჩენკო წვრთნიდა, რომელმაც თანამდებობა ბოლო ტურში შინ "ტერეკთან" 1:4 წაგებული მატჩის შემდეგ დატოვა. ამჟამად გუნდს 9 ქულა აქვს და ცხრილში მე-13 ადგილი უკავია.