ბელარუსი ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, სადაც კორონავირუსის გამო ჩემპიონატი არ შეჩერდა. "ვიტებსკის" რუსმა მცველმა დანილ ჩალოვმა იმაზე ისაუბრა, თუ რა მდგომარეობაა ბელარუსსა და იქაურ ფეხბურთში.
"ჩვენთან ყველაფერი შესანიშნავადაა, ფეხბურთს ვთამაშობთ. ქვეყანაში საერთო კარანტინი არ არის. შესაბამისად, პანიკასაც ვერ ვგრძნობ.
ბელარუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ საუნა და არყის სმა გვირჩია? საუნაში მატჩის შემდეგ დავდივართ... რაც შეეხება არაყს, პრეზიდენტის სურვილი შევასრულეთ. რაღაც მითითებები შევასრულეთ, რა, არ გეტყვით. გუნდში ვირუსს ყურადღებას ვაქცევთ. ხელებს ვიბანთ, ერთმანეთს ხელს არ ვართმევთ. თუ თავს შეუძლოდ ვგრძნობთ, მაშინვე ექიმს მივმართავთ. უქმე
დღეს შეგვიძლია გავისეირნოთ, კონცერტზე კი არ წავალთ", - თქვა ჩალოვმა რადიო "Studio 21"-ის ეთერში.
არც სამაჩაბლო ცნო ოსეთად, არც აფხაზეთის დამოუკიდებლობა - ყველგან თქვა, რომ საქართველოა მეტი რა ქნას?