"ინტერ მაიამიმ", რომლის ერთ-ერთი მფლობელი "მანჩესტერ იუნაიტედისა" და მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემია, კლუბის ლოგო კორონავირუსის პანდემიის გამო შეცვალა.
ახალ ემბლემაზე ყანჩები, რომლებიც ადრე ერთად იყვნენ, ახლა ერთმანეთის საპირისპიროდ არიან დაშორებულები. ამით ამერიკულმა კლუბმა მოუწოდა ადამიანებს, დაიცვან დისტანცია, რომელიც კორონავირუსის გავრცელებას ხელს შეუშლის.
"ძალიან გვენატრებით და იმედი გვაქვს, მალე გიხილავთ. ყველაფერმა რომ მალე ჩაიაროს, დარჩით სახლში და დაიცავით სოციალური დისტანცია." - ნათქვამია კლუბის პოსტში.