ყოფილმა ბულგარელმა ფეხბურთელმა ხრისტო სტოიჩკოვმა, რომელიც "ბარსელონას" რიგებში თამაშობდა, განაცხადა, რომ ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდ კრიშტიანო რონალდოსგან ინტერვიუს აღება არ უნდა.
"გარი ლინეკერი, გვარდიოლა, კუმანი, პოჩეტინო, მალდინი, ტოტი... ვინ აკლია ამ სიას?" - ჰკითხა სტოიჩკოვს ჟურნალისტმა.
"ინტერვიუ იმ ფეხბურთელებისგან ამიღია, რომლებიც მომწონს, მათ შორის, ჩემი მეგობრებისგან - ჰაჯისა და პოპესკუსგან. აი, კრიშტიანო რონალდოსთან ინტერვიუს არასდროს ჩავწერ.
უბრალოდ არ მინდა და იმიტომ. მე ინტერვიუს ფეხბურთისთვის ვაკეთებ და არა სათაურებისთვის. მე ვისმენ ისტორიებს და განვიხილავ მათ... საუკეთესოებთან ერთად", - უპასუხა სტოიჩკოვმა.
მომზადებულია Mundo
Deportivo-ს მიხედვით
ხრისტო სტოიჩკოვმა "რეალის" საფლავის ქვასთან გადაიღო სურათი
სტოიჩკოვი: ხალხი მესის მარადონას, პელეს და კრუიფს ადარებს, რონალდოს კი - მხოლოდ მესის