მესის მეგობარი: ლეო თუ მსოფლიო ჩემპიონი ვერ გახდა...

AutoSharing Option
მექსიკური "პაჩუკას" მეკარე ოსკარ უსტარიმ კომენტარი გააკეთა "ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრების ვარსკვლავ ლიონელ მესის შესახებ, რომელთანაც დიდი ხანია მეგობრობს.

"სრულიად დარწმუნებული ვიტყვი, რომ თუ მესი მსოფლიო ჩემპიონი ვერ გახდა, ფეხბურთი უსამართლო ყოფილა. მის სიდიადეში ეჭვის შეტანა სამარცხვინოა.

შესაძლოა, თქვენ შიდაგუნდური ისტორია არ იცოდეთ, თუმცა იმის თქმა შემიძლია, რაც ჩემი თვალით ვნახე. ლეო ბავშვივით ტიროდა იმის გამო, რაც ნაკრებს დაემართა. ძალიან რთულია მის ადგილას ყოფნა.

მახსოვს, 2011 წლის კოპა ამერიკაზე, როცა მუხლის ტრავმა მოვირჩინე, არგენტინამ წააგო და
მესის სანახავად ელისეუში გავფრინდი. მე არასდროს მინახავს ლეო ისე იმედგაცრუებული", - უთხრა უსტარიმ Ole-ს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მსოფლიოს სამწუხაროდ მართლა ვეღარ მოიგებს. ასაკშია უკვე და დაეტყო სისწრაფეზე. თაობაც არ ჰყავს მაგარი არგენტინაში. არა და ცოდოა ამ დონის ფეხბურთელი ამ ტიტულის გარეშე. მართლა უსამართლობაა.
თუმცა მესი მაგის გარეშეც დიადია და გაგვიმართლა ამ ბრწყინაველ დუეტს რომ ვუყურებთ ბოლო 10-12 წელიწადი, მესი-რონალდოს. ორივე დიდი ტალანტი და პროფესიონალი, ერთმანეთს რომ აიძულებენ კიდევ უფრო სრულყოფისკენ სწრაფვას

პ.ს. ადრეც დამიწერია, შესაძლოა ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ ჩემი აზრით, მესი ნიჭით მარადონეზე ნაკლები კი არა, შესაძლოა დამასრულებელ ფაზაში სუზუსიტითა და საშემსრულებლო ოსტატობით მეტიც კი არის.
ამაზე მისი სტატისტიკა მეტყველებს. უბრალოდ რაც დააკლდა მარადონამდე, ეს არის მეტი ლიდერული ქარიზმა ხასიათში, და ალბათ ოდნავ მეტი ფიზიკური სიძლიერე. ოდნავ მეტი წინის და ფიზიკურობის ხარჯზე, მარადონა არა მარტო თამაშობდა ფეხბურთს, “ჭიდაობდა” კიდეც ყოველი ბურთისთვის როცა საჭირო იყო. ამ ბრძოლის ჟინმა და ხასიათმა აქცია ისეთ ლიდერად, რომელმაც 2-3 საშუალოზე კარგი და დანარჩენი საშუალო ფეხბურთელებით მოიგო მსოფლიო. მესის ეგ ორი ნიუანსი დააკლდა, თორემ სხვა მხრივ ამაზე სრულყოფილი ფეხბურთელი მე არ მინახავს (პელე არ ვიცი რას თამაშობდა და ბრაზილიელი რონალდო და რონალდინიო, სულ 3-3 წელი იყვნენ იდეალურ ფორმაში და ძნელია შეადარო)

ანალიტიკოსი
18:01 28-03-2020
0
ცოტა დიდი ინტერვალის მერე მაინც დაგეწერა მეორე კომენტარი.დ.დ.
barsa
03:00 28-03-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული