კოლოსკოვი: ბელარუსის ჩემპიონატი პორნოგრაფიაა - რატომ აჩვენებენ?

AutoSharing Option
რუსეთის ფეხბურთის კავშირის საპატიო პრეზიდენტმა ვიაჩესლავ კოლოსკოვმა "Матч ТВ" ბელარუსის ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირებისათვის გააკრიტიკა.

"თუ ქვეყანაში კარანტინი არ არის, ვირუსით კი ერთეულებია დაინფიცირებული, რატომ არ უნდა გააგრძელონ სეზონი? ეს ქვეყანა იზოლირებულია და საერთო სიტუაციაზე არანაირ გავლენას არ ახდენს.

სხვებს რატომ უნდა მიბაძონ? თუ შესაძლებლობა აქვთ, დაე, ითამაშონ. რაც უნდა იყოს, ბელარუსი რუსეთივით დიდი ქვეყანა არაა. ეს კომპაქტური სახელმწიფოა.

მე სხვა რამ მანცვიფრებს - "Матч ТВ"-მ ბელარუსის ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირების უფლება შეიძინა. პარასკევს ორი შეხვედრის ყურებას შევეცადე. ეს რაღაც პორნოგრაფიაა, სისულელე.
არც მაყურებელი, არც ოსტატობა, არაფერი არ არის. ჩვენ კი ცენტრალური ტელევიზიით ვაჩვენებთ", - განუცხადა კოლოსკოვმა "RT"-ს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
მეც ვუყურე ბელარუსიის ჩამპიონატს და მერწმუნეთ რომ ჩვენი ჩემპიონატის მატჩები უფრო კარგი საყურებელია ვიდრე ბელარუსის! გაცილებით მაღალი კლასი გვაქვს! რავქნა მე ასეთი შთაბეჭდილება დამჩა!
gabo
29 მარტი 2020 23:19
0
გეთანხმები, ბოლო ტურის 3 თამაშს ვუყურე (სხვა ლიგები არ არის და აქაურმა არხებმა ტრანსლაცია დაიწყეს) და ისეთი საშინელი ლიგაა რომ მეტი არ შეიძლება . ამათ ნაკრებს ამ ლიგიდან თუ დააკომპლექტებენ დიდი სხვაობით უნდა მოვუგოთ.
მიხაელ
30 მარტი 2020 00:35
0
ბელორუსებს ვენაცვალე, ლუკაშენკოს ღმერთმა ხელი მოუმართოს, რაც შეეხება კოლოსკოვს, ალბათ გეია, თორემ პორნოგრაფიაზე კარგი საყურებელი რა უნდა იყოს?!
avtandil
29 მარტი 2020 23:18
12
დაწერეთ აბა ჩვენს ჩემპიონატს რას შეადარებდით?
გამოკითხვა
29 მარტი 2020 21:33
0
ჩვენი ფეხბურთელები ყველა ცდილობს ტექნოკურ და ლამაზ ფეხბურთისი თამაშს, შესაბამისად ყველა მაჩი გვაქ ლამაზი ფინტები თუ კომბინაციები. ბელორუსები კი რობოტებივით თამაშობენ, რა სტილია კაციშვილმა არ იცის. ცოტა ხანი და ვერ ვუყურე თამაშებს.
გოგა
30 მარტი 2020 10:17
0
თუ კორონას გადაურჩნენ ჩვენთან სათამაშოდ საუკეთესო ფორმაში იქნებიან. იქნებ ჩვენი ნაკრებიც გადაეყვანათ კარანტინში და ვარჯიში დაეწყოთ?
gujakakhadze
30 მარტი 2020 13:26
0
ე.ი.როგორ მომენატრა ფეხბურთი რომ მეც უყურე ერთ Თამაშს,Თან აქ ნიუ-იორკში.უფრო სწორად,Თამაშის დაწყებისას Შემადგენლობას ვკითხულობ და Თუ ქართველი Შემხვდება მეთქი და იყო.გოლიც გაიტანა და მისმა გუნდმა მოიგო გასვლაზე.Ძაან დაბალი დონეა მართლა,მაგრამ მე იქ რომ ერთმანეთს უქანავებდნენ არ მინახია და კალასმოვმა სად ნახა არ ვიცი.
კახა ქ.
30 მარტი 2020 09:42
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული