კოლოსკოვი: ბელარუსის ჩემპიონატი პორნოგრაფიაა - რატომ აჩვენებენ?

AutoSharing Option
რუსეთის ფეხბურთის კავშირის საპატიო პრეზიდენტმა ვიაჩესლავ კოლოსკოვმა "Матч ТВ" ბელარუსის ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირებისათვის გააკრიტიკა.

"თუ ქვეყანაში კარანტინი არ არის, ვირუსით კი ერთეულებია დაინფიცირებული, რატომ არ უნდა გააგრძელონ სეზონი? ეს ქვეყანა იზოლირებულია და საერთო სიტუაციაზე არანაირ გავლენას არ ახდენს.

სხვებს რატომ უნდა მიბაძონ? თუ შესაძლებლობა აქვთ, დაე, ითამაშონ. რაც უნდა იყოს, ბელარუსი რუსეთივით დიდი ქვეყანა არაა. ეს კომპაქტური სახელმწიფოა.

მე სხვა რამ მანცვიფრებს - "Матч ТВ"-მ ბელარუსის ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირების უფლება შეიძინა. პარასკევს ორი შეხვედრის ყურებას შევეცადე. ეს რაღაც პორნოგრაფიაა, სისულელე.
არც მაყურებელი, არც ოსტატობა, არაფერი არ არის. ჩვენ კი ცენტრალური ტელევიზიით ვაჩვენებთ", - განუცხადა კოლოსკოვმა "RT"-ს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
მეც ვუყურე ბელარუსიის ჩამპიონატს და მერწმუნეთ რომ ჩვენი ჩემპიონატის მატჩები უფრო კარგი საყურებელია ვიდრე ბელარუსის! გაცილებით მაღალი კლასი გვაქვს! რავქნა მე ასეთი შთაბეჭდილება დამჩა!
gabo
23:19 29-03-2020
0
ბელორუსებს ვენაცვალე, ლუკაშენკოს ღმერთმა ხელი მოუმართოს, რაც შეეხება კოლოსკოვს, ალბათ გეია, თორემ პორნოგრაფიაზე კარგი საყურებელი რა უნდა იყოს?!
avtandil
23:18 29-03-2020
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული