რუსეთში საფეხბურთო კლუბების ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო

AutoSharing Option
მთლად ყველაფერს კორონავირუსს ნუ დააბრალებენ

დღეს რუსულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორი კლუბი გაკოტრების პირასაა. ლაპარაკია პრემიერლიგის სამარის "კრილია სოვეტოვსა" და პირველი ლიგის ვლადივოსტოკის "ლუჩზე".

"კრილია სოვეტოვი" დიდ ვალებშია და აუდიტის სამსახურმა დასკვნა გამოაქვეყნა:

"კლუბი 80%-ით საოლქო ბიუჯეტიდან ფინანსდება. ეს სპორტულ ორგანიზაციათა დაფინანსების შემცირების ტენდენციის საწინააღმდეგოდ ხდება.

ამასთან, მიუხედავად სპორტის სამინისტროს ძალისხმევისა, სპონსორებისა და ინვესტორების საკითხი ვერ გადაწყდა, კლუბის ხარჯები კი იზრდება და მისი შენახვა შეუძლებელი ხდება. კანონით ამან კლუბის იძულებით ლიკვიდაცია უნდა გამოიწვიოს".

"კრილია სოვეტოვში" ოთხი წლის მანძილზე დაგროვილი
დავალიანება კლუბის მთელ ქონებას აღემატება.

რაც შეეხება "ლუჩს", მისი სპორტული დირექტორი ანდრეი სკოროჩკინი ამბობს, რომ სამოყვარულო ლიგაში დაქვეითება გარდაუვალია და იქნებ როგორმე სეზონი ჩაამთავრებინონ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
იქნებ ისე მოხდეს რუსულ ფეხბურთში, რომ ქართველმა ფეხბურთელებმაც სადმე ნორმალურ ევროპულ კლუბებში ამოყონ თავი იძულებით.
არწიომი
09:11 02-04-2020
2
სამარცხვინოა ჯერ სხვის უბედურებაზე სიხარჯლი და მერე . . .სხვა ლიგებში ზაპასნოი დამლაგებლადაც არავინ რომ აფ მიიღებს ჩვენ ფეხბურთელებს თუ ივით ეგ
ნაპოლეონი
15:55 03-04-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული