![](https://sportall.ge/pictures/image5/a8c1e37a47b81fa2bb9cb12dc1b71759.jpg)
რუსეთის ფეხბურთის კავშირმა განცხადება გააკეთა ქურდობის შესახებ, რომლის თანახმადაც, საწყობიდან უცნობმა პირებმა რუსეთის ნაკრების ეკიპირება მოიპარეს.
"ჩვენ სამართალდამცავ ორგანოებს მივმართეთ და გამოძიება უკვე მიმდინარეობს. ძირითადი სავარჯიშო ტანსაცმელი მოიპარეს - ელასტიკური ტრუსები, მაისურები, შორტები, ჩუსტები და ბურთის 1 ბადე.
ყოველი მათგანი რამდენიმე ათეული იყო. ეროვნული ნაკრების ეკიპირებასთან დაკავშირებით პრობლემები არ იქნება, ყველაფერს უზრუნველვყოფთ", - განაცხადეს რუსეთის ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციაში.
მომზადებულია championat-ის მიხედვით