ბრაზილიისა და კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი თვლის, რომ ნეიმარი "ბარსელონას" მთავარი სატრანსფერო მიზანი უნდა გახდეს.
"მხოლოდ ნეიმარს შეუძლია ჰქონდეს მესის გვერდზე ძირითად შემადგენლობაში ყოფნის პრეტენზია. ბოლო წლებში ჩვენ ვიხილეთ ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი, რომლებიც ვერ შეთამაშდნენ ლეოსთან. მაგრამ ნეიმარი ერთ-ერთი იშვიათია, ვინც მესისთან თამაშის დროს ზეწოლას არ გრძნობს." - ციტირებს რივალდოს Goal.com.
შეგახსენებთ, ნეიმარი 2017 წელს "ბარსელონადან" "პსჟ-ში" გადავიდა.