ირლანდიის ნაკრების მწვრთნელად სტივენ კეინი დანიშნეს

AutoSharing Option
ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციამ ნაკრების მწვრთნელის შეცვლის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

61 წლის მიკ მაკარტის ეროვნული გუნდისთვის ევრო 2020-ის პლეი-ოფის მატჩში უნდა ეხელმძღვანელა, ხოლო წარმატების შემთხვევაში ტურნირზეც. მას კონტრაქტი 2020 წლის 31 ივლისამდე ჰქონდა გაფორმებული, შემდეგ კი ახალგაზრდული ნაკრების 48 წლის თავკაცს სტივენ კეინს უნდა შეეცვალა.

კორონავირუსის გამო ევრო 2020 მომავალ წელს გადაიტანეს, ასოციაციამ კი გადაწყვიტა მაკარტის კონტრაქტი არ გაუგრძელოს. მოკლედ, ნაკრების მწვრთნელად კეინი დანიშნეს.

კეინი ადრე ირლანდიურ, ჩრდილოირლანდიურ და შოტლანდიურ კლუბებში მუშაობდა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული