კორონავირუსით გამოწვეულმა ფინანსურმა კრიზისმა რუსეთის საფეხბურთო კლუბები რთულ ვითარებაში ჩააგდო.
თვით პეტერბურგის "ზენიტი", რომლის სპონსორი "გაზპრომია", იძულებული შეიქნა, ფეხბურთელებისთვის ანაზღაურება 50%-ით შეემცირებინა.
გასამრჯელო შეუმცირდათ "სპარტაკის", "დინამოს", "რუბინისა" და "უფას" ფეხბურთელებს.
საფეხბურთო აგენტმა თეიმურაზ ლეფსაიამ განაცხადა, რომ კრიზისი ყველაზე მეტად "სპარტაკზე" იმოქმედებს, "ზენიტს" კი რუსეთის მაღალჩინოსნები პატრონობენ და ბედის ანაბარა არ მიატოვებენ.
"ლოკომოტივიც" დეპოშია - კვირკველია და მისი თანაგუნდელები ხელფასის შემცირებაზე არ დათანხმდნენ
"ტამბოვის" კაპიტანი შელია: ხელფასების შემცირება? - რონალდოს მსგავსი დიდი კონტრაქტები არა გვაქვს