პსჟ-ის ფორვარდი ედინსონ კავანი, სავარაუდოდ, ევროპულ ფეხბურთს დაემშვიდობება. თავდამსხმელმა გადაწყვიტა, "პენიაროლში" (ურუგვაის ლიგის გუნდი) გადავიდეს. ინფორმაციას ავრცელებს კლუბის კაპიტანი კრისტიან როდრიგესი, რომელიც ედინსონის მეგობარიც არის.
"დიახ, მას "პენიაროლში" გადმოსვლა უნდა. სხვას ვერაფერს დავამატებდი. თავად დაურეკეთ და გაარკვიეთ", - ციტირებს როდრიგესს Daily Star-ი.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კავანიმ მიიღო წინადადება "იუვენტუსისგან", მადრიდის "ატლეტიკოსგან" და "ჩელსისგან".
ფეხბურთელმა პსჟ-დან წასვლა მაღალი კონკურენციის გამო მტკიცედ გადაწყვიტა.