"ლივერპულის" ნახევარმცველი სადიო მანე ჰყვება ისტორიას, თუ როგორ გაიქცა მშობლიური სოფლიდან, როცა მისი ოჯახის არც ერთ წევრს არ სჯეროდა მანეს ფეხბურთელობის.
"ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, პირიქით, ურთულესი იყო. შენ გინდა ოცნება აიხდინო, მაგრამ ხედავ, რომ მხარს არავინ გიჭერს, განსაკუთრებით - ოჯახის წევრები.
არაფერია იმაზე უარესი, როცა ხვდები, რომ შენი დრო ამაოდ იხარჯება. ზოგჯერ ვფიქრობდი: "ფეხბურთი მხოლოდ შენს გონებაშია, არაფერი სერიოზული". მაგრამ ვგრძნობდი, რომ ფეხბურთი ერთადერთი სფერო იყო, სადაც წარმატების მიღწევას შევძლებდი და ოჯახის წევრებს დავეხმარებოდი.
ჩემს გონებაში მხოლოდ ერთადერთი
კითხვა ტრიალებდა: "როგორ?" ვთვლიდი, რომ დაკარისგან შორს ცხოვრება მთავარი პრობლემა იყო. ფეხბურთელი რომ გავმხდარიყავი, დაკარში უნდა ვყოფილიყავი და არა ჩემს სოფელში. როცა გავიზარდე, მივხვდი, რომ ოცნების გამო უნდა გავქცეულიყავი, იმიტომ, რომ ჩემი ოჯახი მის ასრულებაში ვერ დამეხმარებოდა. მათი სურვილი იყო, მიმეღო განათლება და მასწავლებელი ვყოფილიყავი.
საბედნიეროდ, სოფელში იყო ერთი ადამიანი, ვინც დამეხმარა. თავს უსასრულოდ შორს ვგრძნობდი ფეხბურთისგან. ამიტომ გავიქეცი დაკარში", - ჰყვება მანე.