სიომინი: გოსდუმის დეპუტატებისთვის ხელფასების შემცირებაზე არავინ ლაპარაკობს - ჩემი ფეხბურთელები ძუნწები და უმადურები არ არიან

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივმა", რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია იცავს, კორონავირუსით გამოწვეული ფინანსური კრიზისის გამო ფეხბურთელებს ხელფასების 40%-ით შემცირება სთხოვა, რაზეც მათ უარი განაცხადეს. შეგირდებს გუნდის მწვრთნელი იური სიომინი გამოექომაგა.

"ყველგან განიხილავენ, როგორც ჩანს, ეპიდემიისას ყველაზე აქტუალურ თემას - რომელმა ფეხბურთელმა მეტი მისცა კლუბს თავისი ხელფასიდან, რომელმა ნაკლები და რომელმა საერთოდ არაფერი. მოთამაშეთა გარშემო ნამდვილი ისტერია ატყდა. ხანდახან იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამაზეა დამოკიდებული, შეაჩერებენ თუ არა კორონავირუსს.

ამასთან, ინფორმაციული ნაკადიდან გამომდინარე, რუსეთში სპორტის სხვა სახეობები და მეტიც, მოღვაწეობის სხვა სფეროები
თითქოს არც არსებობს.

არავინ ლაპარაკობს ხელფასების გოსდუმის დეპუტატებისთვის ან სხვადასხვა კომპანიის ტოპ-მენეჯერებისთვის შემცირებაზე, რომლებიც ასევე ვერ ახერხებენ სრულად ან ნაწილობრივ თავიანთი მოღვაწეობის გაგრძელებას.

ყველა გუნდის ერთ მდგომარეობაში ჩაყენება არასწორია. რუსეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილის კლუბები, არაფერს ვამბობ დაბალ ლიგებზე, საფეხბურთო თვალსაზრისით, ფეხბურთელებს საკმაოდ მოკრძალებულ ხელფასებს უხდიან, რომლებიც რუბლის კურსის ვარდნის გამო კიდევ და კიდევ უფრო მცირდება.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფეხბურთელის კარიერა უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ 10-12 წელი გრძელდება, შემდეგ კი მას სულ სხვა ცხოვრება ეწყება. მათ უმეტესობას ადრინდელ შემოსავლებზე ოცნებაც კი არ შეუძლია. ჩვენი თაობის უმეტესობა მხოლოდ პენსიით ირჩენს თავს - ასე ხედავენ ვითარებას დღევანდელი ფეხბურთელები.

"ლოკომოტივის" ფეხბურთელებმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ ორჯერ გასვლით კლუბისთვის ძალიან სერიოზული თანხა გამოიმუშავეს. ამაზე რატომღაც არავინ ამახვილებს ყურადღებას. ამიტომ არაა საჭირო მათი სიძუნწესა და უმადურობაში დადანაშაულება, რომ ვითომ არ უნდათ კლუბზე იფიქრონ, რომელიც მათ კვებავს. ეს ორმხრივი პროცესია და ისინი კლუბს არანაკლებ კვებავენ!", - წერს სიომინი "სპორტ-ექსპრესის" სვეტში.

alt"ლოკომოტივიც" დეპოშია - კვირკველია და მისი თანაგუნდელები ხელფასის შემცირებაზე არ დათანხმდნენ

altტაბიძესა და მის თანაგუნდელებს ხელფასები 70%-ით შეუმცირეს და რამდენიმემ იჩივლა

alt"ტამბოვის" კაპიტანი შელია: ხელფასების შემცირება? - რონალდოს მსგავსი დიდი კონტრაქტები არა გვაქვს

altკროოსი: ხელფასის შემცირება უაზრო ქველმოქმედებაა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული