ბელგიელებმა უკან დაიხიეს - ქართველების "გენტის" ბედი ისევ გაურკვეველია

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, ბელგიის ჩემპიონატის სპეციალურად შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მიიღო რეკომენდაცია ლიგის შეწყვეტის შესახებ, რომელიც ხელმძღვანელობას ძალაში 15 აპრილს უნდა შეეტანა, თუმცა აღნიშნული შეხვედრა 9 დღით გადაიდო და ის 24 აპრილს გაიმართება.

ამის მიზეზი უეფას პოზიცია გახლავთ, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის პანდემიის გამო ნაადრევად არცერთი შეჯიბრება არ უნდა დასრულდეს და გუნდებმა კალენდრით გათვალისწინებული ყველა მატჩი უნდა ჩაატარონ.

ლიგის ხელმძღვანელობის მიხედვით, 30 ივნისამდე ჩემპიონატის განახლება შეუძლებელი იყო, ხოლო აღნიშნული თარიღის შემდეგ გათამაშების გაგრძელება მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს. ივნისის ბოლომდე მატჩები მხოლოდ ცარიელი ტრიბუნების ფონზე შეიძლება
ჩატარდეს და ამ შემთხვევაშიც, მომუშავე პერსონალის და ფეხბურთელების დაინფიცირების შანსი დიდი იქნება.

აქამდე გავრცელებული გადაწყვეტილების მიხედვით, გიორგი ქვილითაიასა და გიორგი ჩაკვეტაძის "გენტი" მეორე ადგილზე დაასრულებდა ჩემპიონატს და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურსაც მოიპოვებდა, თუმცა, როგორც ჩანს, ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
დროა უკვე თავის შესაძლებლობები გვანახოს ჩაკვემ კარგი იქნება ამას ლიგაზე თუ გააკეთებს თორე დაინგრევა ოცნებები
კა
20:02 10-04-2020
0
არადა ჩემპიონთა ლიგაზე გაუჩერებელი იქნებოდნენ,
belgia
14:30 10-04-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული