მოსკოვის "ლოკომოტივის" პერუელმა თავდამსხმელმა ჯეფერსონ ფარანმა "ინსტაგრამის" ლაივ ეთერში ხელფასების შემცირების შესახებ გააკეთა კომენტარი.
"რაც უნდა ის უქნიათ, მაგრამ ჩემს ფულ არ შეეხონ. რაღაც ქაღალდების გროვა გამომიგზავნეს რუსულ ენაზე, ვერაფერი გავიგე და უკვე დავხიე კიდეც. უბრალოდ, ჩემზე ზეწოლის მოხდენა უნდოდათ,"- თქვა ფარფანმა "ინსტაგრამზე პერუს ნაკრებში ყოფილ თანაგუნდელ რობერტო გიზასოლასთან საუბრისას.
თუმცა, გავიდა რამდენიმე საათი და პერუელმა ფორვარდმა განსხვავებულ ენაზე დაიწყო საუბარი.
"ეს ხუმრობა იყო, "ინსტაგრამზე" ნათქვამი ჩემი სიტყვა არასწორად გაიგო ხალხმა. მე ხელფასების შემცირებას არ ვეწინააღმდეგები. რთულ დროს ყველა ერთად
უნდა ვიყოთ, ჩემს კლუბს მხარს ისე დავუჭერ, როგორც არასდროს,"- განაცხადა ფარფანმა championat-თან საუბრისას.
ალბათ, მოგვიანებით, საბუთები ესპანურ ენაზე გაუგზავნეს და პერუელმაც ყველაფერი გაიგო...
ყველაფერი უნდა გადაიხედოს და ფეხბურთელებიც სხვებივით დაფასდნენ...
...რაღაც პროპორციულობა უნდა იყოს...