წიტაიშვილი: ქართველი ვარ, მაგრამ უკრაინამ მეტი მომცა - ნაკრებში გამოძახებას დიდი ხანია ველი

AutoSharing Option
კიევის "დინამოს" 19 წლის ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი იმედოვნებს, რომ შანსი მიეცემა და უკრაინის ნაკრებში იასპარეზებს.

"მე კიევის "დინამომ" აღმზარდა და U-21-ის ჩათვლით, უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრებში ვითამაშე. თავს ქართველად ვთვლი, მაგრამ უკრაინამ მეტი მომცა.

რაც შეეხება ეროვნულ გუნდში გამოძახებას, დიდი ხანია ველი. რაც უფრო მალე და სტაბილურად დავიწყებ "დინამოს" პირველ გუნდში თამაშს, მით უფრო მალე მოვხვდები ნაკრებში. თამაშია საჭირო. ამისათვის დრო და შესაძლებლობა მჭირდება. შემდეგ კი, დაე, ხელმძღვანელობამ გადაწყვიტოს, მზად ვარ თუ არა", - ციტირებს წიტაიშვილს ua-football.com-ი.

მკითხველის კომენტარები / 42 /
ღმერთმა ქნას დიდი ფეხბურთი ითამაშოს,მაგრამ ეს არ არის ქართველი და ეს ყველაფერი მისი ბრალი არაა,მშობლები არიან პირველ რიგში დამნაშავენი.მარტო სახელი და გვარი არ ნიშნავს ქართველობას.ამ ადამიანს ალბათ გადაბმულად 1 წელიც არ უცხოვრია საქართველოში და რთულია მოთხოვო ქართველობა,ბევრმა თურქმა აირჩია გერმანიის ნაკრები,რადგან იქ დაიბადნენ და გაიზარდნენ,თუმცა არიან გამონაკლისები,როგორიც მაგალითად ნური შაჰინია,ასევე ძმები ალტინტოპები და ძალიან დაფასებულებიც არიან გულშემატკივრებში,როგორც თურქეთში ასევე გერმანიაშიც დიდ პატივს სცემენ ,ეს ისევ და ისევ ოჯახის დამსახურებაა.რომ მიდიხართ უცხო ქვეყანაში, იქნებ ბავშვებს ცოტა ქართული ენა ასწავლოთ და ერთხელ მაინც ჩაურთოთ ფილმი ფესვები,თუ რათქმაუნდა ქართველი გინდათ გერქვათ და მხოლოდ მაშინ არ გაგახსენდებათ საქართველო,როდესაც გაგიჭირდებათ, ეს კორონას ფაქტმაც გამოაჩინა,რამდენი დაბრუნდა საქართველოში უკან როდესაც გაუჭირდა მხოლოდ მაშინ.წარმატებები ყველა ქართველს და "ქართველსაც" რათქმაუნდა .
საქართველო
14 აპრილი 2020 07:44
2
ესე იძახდა ვაჩიბერაძეც და ბოლოს რაც მოხდა კი ვიცით, ეჭვი მაქვს ამასაც ამასაც ანალოგიური მოუვა
baba
14 აპრილი 2020 03:17
1
შეეშვით, რა ვერ გაიგეთ? არ ვარ საქართველოს მოქალაქე და ვარ უკრაინელიო. უკრაინამ გამზარდა ფეხბურთელად და უკრაინის ნაკრებში მინდა თამაშიო. რამდენჯერ უნდა თქვას?

ღირს ახლა ამასთან კიდევ ლაპარაკი ამაზე წერა? ხომ უნდა დამთვრდეს, ვინ არის ბოლოს და ბოლოს? არაფერი განსაკუთრებული, ცოტა ჯანზეა და კარგად დარბის, როგორც უკრაინელი. რა მერე? ჯიგარი ნოლი!

აგერ ნახავთ ეგ თუ უკრაინის ნაკრებშიი დაამკვიდრონ, მაგრამ მერე ამაზეც არ დაიწყოთ მისი ციტოტირება და სტატიების მიძVნა.

იდალგო
14 აპრილი 2020 03:13
1
...მერედა გდაიკეთოს გვარი კლიმენტიანა ციცკოდ და ეგდოს სადაც უნდა...
rama
21 აგვისტო 2020 10:37
0
ეგენი როგორღა თამაშობენ გასაკვირია.
ddgfdf
14 აპრილი 2020 02:50
2
ვერ ვიტან მოღალატეებს
irakli
14 აპრილი 2020 01:34
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული