კიევის "დინამოს" 19 წლის ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი იმედოვნებს, რომ შანსი მიეცემა და უკრაინის ნაკრებში იასპარეზებს.
"მე კიევის "დინამომ" აღმზარდა და U-21-ის ჩათვლით, უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრებში ვითამაშე. თავს ქართველად ვთვლი, მაგრამ უკრაინამ მეტი მომცა.
რაც შეეხება ეროვნულ გუნდში გამოძახებას, დიდი ხანია ველი. რაც უფრო მალე და სტაბილურად დავიწყებ "დინამოს" პირველ გუნდში თამაშს, მით უფრო მალე მოვხვდები ნაკრებში. თამაშია საჭირო. ამისათვის დრო და შესაძლებლობა მჭირდება. შემდეგ კი, დაე, ხელმძღვანელობამ გადაწყვიტოს, მზად ვარ თუ არა", - ციტირებს წიტაიშვილს ua-football.com-ი.
ღირს ახლა ამასთან კიდევ ლაპარაკი ამაზე წერა? ხომ უნდა დამთვრდეს, ვინ არის ბოლოს და ბოლოს? არაფერი განსაკუთრებული, ცოტა ჯანზეა და კარგად დარბის, როგორც უკრაინელი. რა მერე? ჯიგარი ნოლი!
აგერ ნახავთ ეგ თუ უკრაინის ნაკრებშიი დაამკვიდრონ, მაგრამ მერე ამაზეც არ დაიწყოთ მისი ციტოტირება და სტატიების მიძVნა.
ადმინ არ დაბლოკო