გიორგი ბერიძის ბელგიური კლუბი გაკოტრდა

AutoSharing Option
დენდერმონდის სასამართლომ "ლოკერენი" ბანკროტად გამოაცხადა, - იტყობინება HLN.

გამოცემის მტკიცებით, კლუბი გამოტანილი განაჩენის გასაჩივრებას არ აპირებს. "ლოკერენს" ფეხბურთელებისა და თანამშრომლების 5 მილიონი დავალიანება აქვს და ამ თანხის გადახდა ვერ მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ "ლოკერენს" 22 ივნისს დაარსებიდან 50 წლისთავი უნდა აღენიშნა.

"ლოკერენის" ღირსებას ამ სეზონში "გენტიდან" განათხოვრებული გიორგი ბერიძე იცავდა, რომელმაც B დივიზიონის 20 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

ბელგიაში პროფესიული კლუბის ლიცენზია აგრეთვე "სტანდარდს", "ოსტენდეს", "მუსკრონს", "რუზელარეს", "ლომელსა" (ამ გუნდში ბექა ვაჩიბერაძე თამაშობდა) და "ვირტონს" ჩამოერთვა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
სტანდარდი? ეგრე იცის ფეხბურთის გაბიზნესებამ
ზორბეგი
20:44 20-04-2020
1
ესენი რომ თამაშობენ ის გუნდები მართლა უნდა გაკოტრდეს და სამუდამოდ უნდა გააუქმონ,
tito
19:10 20-04-2020
10

სიახლეები პოპულარული