ზლატანს ბრაზილიური კლუბი იწვევს და "ლიბერტადორესისთვის" ბრძოლას ჰპირდება

AutoSharing Option
იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი წერს, რომ შვედი ფორვარდის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის გადაბირებით ბრაზილიური "პალმეირასი" არის დაინტერესებული.

წყაროს ცნობით, "პალმეირასის" ხელმძღვანელობას ზლატანის ხელში ჩაგდების იმედს ის აძლევს, რომ ფეხბურთელს "კოპა ლიბერტადორესისთვის" ბრძოლას სთავაზობს, რომელიც შვედს კარიერაში არასდროს მოუგია. შარშანდელ სეზონში "პალმეირასი" აღნიშნულ ტურნირს 1/4-ფინალური ეტაპიდან გამოეთიშა "გრემიოსთან" დაპირისპირებაში.

გუნდში მრავლად არიან ევროპაში ცნობილი ფეხბურთელები: ლუის ადრიანო ("მილანი", "შახტარი"), ფელიპე მელუ ("იუვენტუსი"), რამირესი ("ჩელსი"). მთავარი მწვრთნელი კი ბრაზილიის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ყოფილი დამრიგებელი ვანდერლეი ლუქშემბურგუ გახლავთ.

მიმდინარე სეზონში იბრაჰიმოვიჩმა "მილანის" რიგებში
10 შეხვედრა ჩაატარა, რომლებშიც 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. "იბრას" "როსონერისთან" კონტრაქტი ივნისის ბოლოს უმთავრდება და დიდი ალბათობით, ხელშეკრულება არ გაგრძელდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული