კორონავირუსის გამო შეჩერებული ნიდერლანდების ჩემპიონატი არ განახლდება.
De Telegraaf-ის ცნობით, 1945 წლის შემდეგ პირველად ნიდერლანდებს ჩემპიონი არ ეყოლება. ქვედა დივიზიონშიც არც ერთი გუნდი არ დაქვეითდება.
25 ტურის შემდეგ "აიაქსი" და "ალკმაარი" თანალიდერები იყვნენ. ბოლო და ბოლოსწინა ადგილებზე მყოფი "დენ ჰააგი" და "ვალვეიკი" მეორე დივიზიონში არ გავარდებიან.
25 ტურის შემდეგ "აიაქსი" და "ალკმაარი" თანალიდერები იყვნენ. ბოლო და ბოლოსწინა ადგილებზე მყოფი "დენ ჰააგი" და "ვალვეიკი" მეორე დივიზიონში არ გავარდებიან.
ჩემპიონთა ლიგაზე "აიაქსი" და "ალკმაარი", ხოლო ევროპა ლიგაზე "ფეიენოორდი", პსვ და "ვილემი" იასპარეზებენ.
ერედივიზიონში "კამბური" და "დე გრაფსჰაპი" აღზევდებიან, რომლებიც მეორე ლიგაში ლიდერები იყვნენ.