"მილანის" თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთში იმყოფება, სადაც "ჰამარბიუში" ვარჯიშობს, რომლის აქციები შეიძინა და იტალიაში დაბრუნებას არ ჩქარობს.
"რა თქმა უნდა, შექმნილი სიტუაცია მაღელვებს. ინფორმაციას სისტემატურად ვეცნობი. მიხარია "ჰამარბიუში" რომ ვვარჯიშობ, ევროპაში ხომ ყველაფერი გაჩერებულია. განსაკუთრებით იტალიაში, სადაც ყველა სახლში ზის.
არ ვიცი, როდის დავბრუნდები მილანში. როგორც ვარჯიშის ნებას დაგვრთავენ, გავემგზავრები. ჯერ კი ამას აზრი არა აქვს", - ციტირებს იბრაჰიმოვიჩს Football Italia.