იგუაინი: ფეხბურთიდან რომ არ წავედი, მისი დამსახურებაა...

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრებისა და ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა განაცხადა, რომ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ფეხბურთიდან წასვლას აპირებდა.

"ფინალში გაფუჭებული მომენტის გამო წაგებაში ჩემ თავს ვადანაშაულებდი, სახლში ჩავიკეტე და არ გამოვდიოდი. ხალხი ამბობს, ფულით ბედნიერება შეიძლება მოიპოვო, თუმცა მეგობრებს ვერ იყიდი. მე არავინ მყავდა, ვისთან დალაპარაკებასაც შევძლებდი.

დედაჩემის ნახვა მინდოდა, თუმცა ჩემთან ჩამოსასვლელად 15 საათი უნდა ეფრინა. ბუნებრივია, ბილეთის თანხა კი არ მაწუხებდა, უბრალოდ ის ძალიან შორს იყო და არა ჩემგან 10 წუთის სავალ გზაზე. ხალხი ამ ყველაფერს ვერ ხედავს,
ისინი თვლიან, რომ შენ გოლი უნდა გაიტანო, იმიტომ რომ ამისთვის გიხდიან.

მსოფლიო თასის ფინალში ძალიან კარგი შანსი მომეცა, თუმცა მისი გამოყენება ვერ შევძელი. არ ვიცი, ახლა იგივენაირად მოვიქცეოდი თუ არა. ისე ჩანდა, თითქოს გოლის გატანას ადვილად შევძლევდი.

ამ გაფუჭებული მომენტის შემდეგ ფეხბურთისთვის თავის დანებება მინდოდა, მაგრამ დედაჩემმა გადამაფიქრებინა. მითხრა, წინსვლა უნდა გამეგრძელებინა. რომ არა ის, უკვე წასული ვიქნებოდი ფეხბურთიდან, ამისათვის დედის მადლობელი ვარ,"- განაცხადა გონსალომ.


მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული