მოსკოვის "ლოკომოტივთან" მწვრთნელ იური სიომინს კონტრაქტი უმთავრდება და როგორც იტყობინებიან, არ გაუგრძელებენ.
სერბული Hotsport-ის ცნობით, სიომინს ბელგრადის "პარტიზანის" ყოფილი თავკაცი მარკო ნიკოლიჩი შეცვლის, რომელმაც მოსკოვურ კლუბთან ხელშეკრულება შეათანხმა.
გამოცემის მტკიცებით, ნიკოლიჩი სიომინს პირველ ივლისს შეცვლის. მას ორწლიან კონტრაქტს გაუფორმებენ.
72 წლის სიომინი "ლოკოს" 2016 წლიდან წვრთნის. ის ამ გუნდს ადრე 1986-1990, 1992-2005 და 2009-2010 წლებში ედგა სათავეში.
40 წლის ნიკოლიჩი ბოლოს უნგრეთის "ფეჰერვარში" მუშაობდა.