წიტაიშვილმა განმარტა, რატომ არ უნდა უკრაინის პრეზიდენტობა და რატომ არ გადავიდა "შახტარში"

AutoSharing Option
კიევის "დინამოს" ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა კლუბის "ინსტაგრამის" პირდაპირ ეთერში დასმულ კითხვებს უპასუხა:

"შახტარმა წინადადებით მომმართა, მაგრამ არავის არ დაველაპარაკე.

პირველ რიგში, მე "დინამოს" აღზრდილი ვარ.

და მეორე - ისე ექცევიან საკუთარ აღზრდილებს "შახტარში", ვფიქრობ, იქ არავინ წავა, მით უმეტეს, ახლა. მშობლებს თავიანთი შვილები დონეცკურ გუნდში მიჰყავთ, მათ კი იქ თავიდანვე "ადნობენ". მე ვთვლი, რომ ისინი თავიანთ ახალგაზრდა მოთამაშეებს საერთოდ არ აძლევენ შანსს.

უკრაინის პრეზიდენტობა? არა, ძალიან დიდი ზეწოლაა. მე საერთოდ პოლიტიკაში არ მივძვრები. "დინამოს" მწვრთნელობა შეიძლება მინდოდეს. როგორც მენეჯერები, იურგენ
კლოპი და პეპ გვარდიოლა მომწონს".

მკითხველის კომენტარები / 1 /
რატომ შვილო,შენი ,, სამშობლოს,,პრეზიდენტობა რატომ არ გინდა?)
ბათუმის ფანი
19:10 01-05-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული