ლონდონის "არსენალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთელმა არსენ ვენგერმა საკუთარი აზრი გამოთქვა მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა დიეგო არმანდო მარადონას შესახებ.
"მარადონაში არის რაღაც დიდებული. ის მხატვარი იყო, გენიოსი, დიეგოს საკუთარი სამყარო ჰქონდა. ყველას გვინდა ვიყოთ მარადონა და არ გვადარდებს ის სისულელეები, რომლებიც მან ცხოვრების მანძილზე ჩაიდინა, იმიტომ ის ისეთია, როგორიც არის. მარადონა ნამდვილია.
უცნაურია, არგენტინას დღესაც ჰყავს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, თუმცა მათ მსოფლიო თასის მოგება მაინც ვერ მოახერხეს. ლიონელ მესიმ იცის, თუ ამას ვერ მოახერხებს, მუდამ მარადონას ჩრდილში მოუწევს ყოფნა. საინტერესო ის არის,
რომ მესი ხასიათებით მარადონას საპირისპიროა, ის უფრო ღია იყო და ადამიანებთან ურთიერთობა უყვარდა. მესი კი მშვიდია, მუნჯი, ცოტას ლაპარაკობს.
ეჭვგარეშეა, ორივე მათგანი გენიოსია. მესიმ საკლუბო დონეზე უფრო მეტი რამ მოიგო. იმისათვის, რომ აბსოლუტური აღიარება მოიპოვოს, მას მსოფლიო ჩემპიონატის მოგება სჭირდება,"- განაცხადა ვენგერმა.
მომზადებულია infobae.com-ის მიხედვით