ბილბაოს "ატლეტიკმა" საკუთარ ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ გასამართი ესპანეთის სამეფო თასის ფინალზე მაყურებელთა დასწრებას ეხებოდა.
"ატლეტიკისა" და "სოსიედადის" პრეზიდენტები ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციის ხელმძღვანელებს შეხვდნენ და შეათანხმეს, რომ ესპანეთის სამეფო თასის ფინალი მაყურებლების დასწრებით გაიმართება მაშინ, როცა ეს შესაძლებელი იქნება.
"ორ კლუბს სურდა ამ შეხვედრის ფანების თვალწინ გამართვა. ეს ჩვენი უდიდესი სურვილია." - ვკითხულობთ განცხადებაში.
ამასთანავე, კლუბებმა მიიღეს გარანტიები ფედერაციიდან: მათი სურვილით, მოგებული თასი ოფიციალური იქნება. ერთი სიტყვით, ბასკები უსიტყვოდ შეთანხმდნენ.
110 წლის შემდეგ პირველად, ესპანეთის თასზე ბასკური ფინალი გაიმართება
გრანდთა ვაება - თასიდან "ბარსელონაც" გამოაგდეს, ისიც ბასკურმა გუნდმა [VIDEO]