ბატესა და ბელარუსის ნაკრების 31 წლის ნახევარმცველმა სტანისლავ დრაგუნმა, რომელმაც 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში საქართველოს ეროვნულ გუნდს მინსკში გოლი გაუტანა (მასპინძლებმა 2:0 გაიმარჯვეს), ტელევიზიით პანდემიისას ჩემპიონატის მიმდინარეობის შესახებ კომენტარი გააკეთა.
"არანაირი პრობლემა არა მაქვს, მით უმეტეს, ჩვენს ქვეყანაში არჩევანი გაგაჩნია. შენ არავინ არ გაიძულებს თამაშს, შენ არავინ არ გაიძულებს ტრიბუნაზე მისვლას. თუ ამ სიტუაციით მართლა შეშფოთებული ხარ, დარჩი სახლში. თუ ფეხბურთელი ხარ და მოედანზე გასვლას გაიძულებენ, გაწყვიტე კონტრაქტი.
არავინ დაგაკავებს. ეს, პირველ რიგში, ლეგიონერებს ეხებათ, რომლებიც მუდამ
გაჰყვირიან, რომ ეშინიათ. ვფიქრობ, რომ ეშინოდეთ, მშვიდად გაწყვეტდნენ ხელშეკრულებას და არ ითამაშებდნენ. ჩვენს გუნდში ყველაფერი მშვიდადაა. ვითარებას ყველა სხვადასხვაგვარად აფასებს, შიშით კი არავის არ ეშინია. ეს ცალსახაა", - განუცხადა დრაგუნმა "პრესბოლს".