"ჯვაროსნების" მეტოქე სომხეთის ნაკრები ეთნიკური სომხებით გაძლიერდება

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეორე გათამაშებაზე საქართველოს ნაკრების მეტოქის, სომხეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელად 64 წლის ესპანელი ხოაკინ კაპაროსი დანიშნეს და ის შემადგენლობის გადახალისებას აპირებს.

"Матч ТВ"-ის კომენტატორი ნობელ არუსტამიანი იტყობინება, რომ მოსკოვის ოლქის "ხიმკის" 24 წლის ნახევარმცველი არშაკ კორიანი სომხეთის ნაკრებში იასპარეზებს.

კორიანი რუსეთის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდა (იხილეთ ფოტო) და მოქალაქეობის შეცვლაზე დათანხმდა. თან, რუსეთში მისი სტატუსი არ შეიცვლება, ვინაიდან მომავალი სეზონიდან რუსეთში სომეხი ფეხბურთელები ლეგიონერებად აღარ ჩაითვლებიან.

რუსეთის ნაკრებში მიწვევას დაპირებია მწვრთნელი სტანისლავ ჩერჩესოვი "როსტოვის" 28 წლის ნახევარმცველს, ხორენ ბაირამიანს,
მაგრამ ჯერ არ გამოუძახია. კაპაროსმა მასაც შესთავაზა სომხეთის ეროვნულ გუნდში თამაში. მან მოსაფიქრებლად დრო ითხოვა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ჩვენი ფეხბურთელები უკრაინაში არ ჩათვალონ ლეგიონერებად დაგვიდგნენ გვერდში .
Simartle.nw
17:00 09-05-2020
3
რავა ყველა ჩვენ გვჯობია, ეს კორიანიც ყოფილა რუსეთის ასაკობრივ ნაკრებებში ნათამაშები, მარა პრობლემა არ შექმნია სომხეთის ნაკრებში თამაშზე და ჩვენ რა, იგივე მეკარე მახარაძე, ვაჩიბერაძეს და გოგიას ვერ მოუგვარეთ ამდენი წელია პრობლემა.
8

სიახლეები პოპულარული