უკვე ერთ თვეზე მეტია ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსკოვის "ლოკომოტივი" მწვრთნელს, იური სიომინს კონტრაქტს არ გაუგრძელებს და მის ნაცვლად ზაფხულში გუნდს 40 წლის სერბ სპეციალისტს, მარკო ნიკოლიჩს ჩააბარებენ. სიომინი რუსულ ფეხბურთში დიდი ავტორიტეტია, გულშემატკივრებს ძალიან უყვართ და სპორტული გამოცემების ვარაუდით, შეიძლება ნიკოლიჩს ობსტრუქცია მოუწყონ. შექმნილ ვითარებაზე "სპორტ-ექსპრესთან" კომენტარი "ლოკოს" პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ლევ გობერმანმა გააკეთა. მისი თქმით, სიომინის წინააღმდეგ გენერალური დირექტორი ვასილ კიკნაძე და დირექტორთა საბჭო გაერთიანდნენ.
"სიომინის წინააღმდეგ გენერალური დირექტორი და დირექტორთა საბჭო გაერთიანდნენ. მიზანი ისაა, რომ კლუბში ყველაფერი მშვიდად
იყოს და უფროსობას დაემორჩილონ. სიომინი ერთადერთია, რომელიც იერარქიას არ ემორჩილება. არსებითად ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი არა აქვს.
სიომინი მათ არ სჭირდებათ. ადრე დირექტორთა საბჭოს უფრო მწირი გავლენა ჰქონდა. მთავარი მწვრთნელის გარდა იყო გერკუსი სრულიად სხვა უფლებამოსილებებით, ვიდრე ახლა კიკნაძეა. გერკუსს სხვა პოლიტიკა ჰქონდა, ის შედეგს ქმნიდა, ისევე როგორც სიომინი. უცნაური იქნებოდა მაშინ მეშერიაკოვი თავის მწვრთნელთან ერთად მისულიყო და ეთქვა: "ეს ორი გააგდეთ".
მას შემდეგ ერთი მათგანი თავისი რეგალიებიანად თავიდან მოიცილეს (მოპოვებული ჩემპიონის ტიტული მაინც არ უნდა დავივიწყოთ). დარჩა მეორე და სწორედ ის უშლით ხელს. არის ჯგუფი, რომელსაც მის ნცვლად სხვისი დანიშვნა უნდა, მაგრამ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას ერიდებიან.
რატომაა მათთვის მიუღებელი სიომინი? მას ხომ სპორტული შედეგის და ვარჯიშის გარდა არაფერი არ აღელვებს. მე ეს გულთან ახლოს მიმაქვს, რადგან ჩემი მამა იური პავლეს ძის თანატოლია და ჭადრაკში ყველაზე ცუდი მწვრთნელი არ არის. საშინლად მაღიზიანებს, როდესაც ადამიანს პრეტენზიებს მხოლოდ ასაკის გამო უყენებენ", - ამბობს ლევ გობერმანი.

ცნობისათვის, კიკნაძე ქართული წარმოშობის რუსი ჟურნალისტი, მედიამენეჯერი, ტელეწამყვანი და სპორტული კომენტატორია. ის 2013 წლიდან რკინიგზული კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრია, ხოლო 2018 წლის 29 დეკემბერს გენერალურ დირექტორად დანიშნეს.
საბა კვირკველიას ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება
ქართველების მოყვარულ სიომინს "ლოკომოტივიდან" უშვებენ?
ვასილ კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიაზე: ჩემი პრეტენზია აგენტისადმი იმაში მდგომარეობს
ვასილი კიკნაძე: კვარაცხელია სუპერვარსკვლავი უნდა გამხდარიყო - აგენტებმა ფულის გამო წაიყვანეს
მოსკოვის "ლოკომოტივის" გენერალურ დირექტორად ვასილ კიკნაძეს დანიშნავენ