აზერბაიჯანული ფეხბურთის ლეგენდამ თბილისში მომხდარი ამბავი გაიხსენა: ქართველი ფანი მოვიდა და მეკითხება...

AutoSharing Option
აზერბაიჯანული ფეხბურთის ლეგენდა ვიდადი რზაევმა თავის კარიერაზე ისაუბრა და 2004 წელს, თბილისის "დინამოსთან" გამართული შეხვედრის შემდეგ მომხდარი ამბავი გაიხსენა.

"უცხოეთში თამაშში ხელი იმან შემიშალა, რომ სახლიდან შორს დიდხანს ვერ ვძლებდი. ეს უდიდესი პრობლემა იყო. 37 წლის ასაკში იური სიომინს ჩემი "ლოკომოტივში" წაყვანა მოუნდა. მაშინ თანამეგობრობის თასის ფინალში გავედით ("ნეფჩის" შემადგენლობაში). მართალია, "ლოკომოტივთან" დავმარცხდით, თუმცა საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს.

სიომინმა თითი ჩემკენ გამოიშვირა და კაზბეკ ტუაევსა და ალეკპერონ მამედოვს ეკითხება: "ეს ახალგაზრდა ვინ არის? მოდით, "ლოკომოტივში" დავიტოვოთ". მათ კი უპასუხეს: "რა ახალგაზრდა,
ეგ 37 წლისაა". სიომინმა კი თქვა: "მოიცა, ეს ის რზაევია? ეგ კიდევ თამაშობს?!" ჩვენ ჯერ კიდევ სსრკ-ის ჩემპიონატიდან ვიცნობდით ერთმანეთს.

იგივე მოხდა თბილისშიც. 2004 წელს ამხანაგური შეხვედრა ჩავატარეთ თბილისის "დინამოსთან", შეხვედრა 2:2 დამთავრდა. მე გოლი გავიტანე. დიქტორმა კი გამოაცხდა: "გოლი გაიტანა ვიდადი რზაევმა". თამაშის შემდეგ ქართველი გულშემატკივარი მოვიდა და მკითხა: "თქვენ ვიდადი რზაევის შვილი ხართ?" გამეცინა და ვუთხარი, რომ არათუ შვილი, არამედ სწორედ ის ვიდადი რზაევი ვიყავი. მან კი გაკვირვებულმა მკითხა: "შენ კიდევ თამაშობ?"

ეგ კი არა, ცსკასთან ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულებული შეხვედრის შემდეგ ჩემთან მოსკოველთა მეკარეების მწვრთნელი ვიაჩესლავ ჩანოვი მოვიდა. ჩვენ 1986 წელს ერთად ვთამაშობდით "ნეფთჩიში". ისიც გაკვირვებული იყო, რომ კიდევ ვთამაშობდი", - უთხრა რზაევმა azerisport-ს.

აღსანიშნავია, რომ ვიდადი რზაევს საქართველოს ეროვნული ნაკრების კარშიც აქვს გოლი გატანილი. ეს 1992 წელს გურჯაანში ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში მოხდა, როცა ჩვენმა ნაკრებმა აზერბაიჯანის ეროვნულ გუნდს 6:3 მოუგო.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ყოჩაღ რზაევს. მე ნამდვილად ვერ წარმოვიდგწნდი, რომ კიდევ ამდენ ხანს თამაშპბდა. დასამახსოვრებელი იყო ნეფტჩის შემადგელნობაში. ლეგენდაა კაცია აბა რა? ამდენი წლისა კიდევ თამაშობს. მე მეგრელაძე მომაგონდა, მგონი 42 თუ 45 წლისამ დაასრულა კარიერა.
G.LA
10:11 13-05-2020
1
პირველად რომ გესმის მიტომაცაა ლეგენდა. აბა მესი და რონალდო ყველამ ქე იცის...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
00:06 13-05-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული