რუსეთის ნაკრების ექსფეხბურთელი: სტალინმა ყველაზე სისხლისმღვრელ ომში გაიმარჯვა

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა რომან შიროკოვმა მეორე მსოფლიო ომში იოსებ სტალინის როლი შეაფასა.

- რომან, რას იტყოდით იმაზე, რომ გუშინ ბატონმა ტრამპმა და თეთრმა სახლმა განცხადება გაავრცელეს, რომ გერმანია, როგორც ირკვევა, ამერიკამ და მოკავშირეებმა დაამარცხეს?
- ასე მგონია, ამის პროპაგანდას კარგა ხანია ეწევიან. ისინი ნელ-ნელა გვიწამლავენ მთელ მეხსიერებას და ევროპა ეხმარება. ან ეხმარებოდნენ. ეს უკვე პირველი განცხადება არ არის.

ამბობენ, რომ რუსეთმა იქ მინიმალური მონაწილეობა მიიღო. ან რუსეთმა კი არა, ვთქვათ, საბჭოთა სახელმწიფომ, საბჭოთა ხალხმა, ყველაფერი კი ამერიკამ გააკეთა.

ამერიკა, მოკავშირეები...
როდის შემოგვიერთდნენ? 1943 თუ 1944 წელს გახსნეს იქ მეორე ფრონტი?

- როგორ თვლით, თანამედროვე სკოლა საკმარისად მუშაობს იმაზე, რათა ჩვენმა ბავშვებმა რამდენიმე წლის შემდეგ იგივე არ თქვან, რაც ჩვენ ბატონი ტრამპისგან და თეთრი სახლისგან გავიგეთ?
- ჩვენთან იმავეს ბევრი ამბობს, იგივე ოპოზიციონერები, რომ სტალინმა იქ... უზარმაზარი რაოდენობით ხალხი დაიღუპა, მაგრამ ამ ადამიანმა ომი მოიგო. ის რაღაც პერიოდის განმავლობაში სახელმწიფოს მართავდა.

სტალინი შეიძლება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, მაგრამ ის ხომ მთავარსარდალი იყო, რომელმაც ყველაზე სისხლისმღვრელ ომში გაიმარჯვა. გასაგებია, ადამიანთა დიდი რესურსის დანაკარგით, მაგრამ იმ მომენტში, შესაძლოა, სხვა გამოსავალი არ იყო", - განაცხადა შიროკოვმა "იუთუბის" არხზე.

altრუსი კომენტატორი: სტალინი მძულს და მეზიზღება, ის ვამპირი იყო

 

altრუსული სპორტი სტალინის განხილვას განაგრძობს, გუბერნიევი არ ნებდება - 24 დეკემბრის დაიჯესტი

altვინ მიგდია გუბერნიევი, როცა სტალინი ნახევარ მსოფლიოს მართავდა - მოკრივემ სტალინის მგმობელ კომენტატორს უპასუხა

altრუსმა კომენტატორმა სტალინს შეუტია: ამხანაგი იოსები ომის პირველი 3 დღე ჩაჯ...ლი იჯდა ოთახში

altსერხიო რამოსი სტალინს მიამსგავსეს

მკითხველის კომენტარები / 7 /
არ ვეყრდნობი ჩემი აზრის გამოთქმისას სტატიის სათაურს, მაგრამ მიმაჩნია რომ ამ მოკლე ინტერვიუთი თუ ვიმსჯელებთ, მაშინ რომან შიროკოვი მართალს ამბობს
patrioti
20:07 12-05-2020
3
ჰიტლერის ტანკები და თვითმფრინავები ამერიკელების მიერ მიწოდებული ალუმინით მზადდებოდა 1944 მდე გერმანელებს კი მტლიანად რუსული წარმოების სპეციალურად მათთვის შეკერილი ჩექმა ეცვათ,ფეხსაცმელი რუსეთში სეკერილი,საბჭოთა ქვეყანამ სეუკერა.იკითხეთ ისტორია...ტრამპი რას იტყვის დაანებეთ თავი,ბრიყვი მოუსმენს მაგას,1944 ის მაისამდე ჰიტლერს ეხმარებოდა ევროპი 11 და ამერიკის 3 ქვეყანა აშკარად,იმგლისი ესპანეტი საფრანდეტი ქალების ჩათვლიტ,როცა გაიგეს სტალინი იგებსო ააა მერე...მაგენს არაფერი აქვთ სათქმელი.ჩვენ ისტორია წავიკიტხოტ ტუნდაც მატი წინაპრის დაწერილი.
დიომიდე
09:11 13-05-2020
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული