"ლივერპულის" მენეჯერმა იურგენ კლოპმა თავდამსხმელები ლეო მესი (ბარსელონა) და რონალდო (იუვენტუსი) შეადარა.
"თუ გვინდა, წარმოსახვაში იდეალური ფეხბურთელი წარმოვიდგინოთ, ის რონალდოს სიმაღლის იქნებოდა, მასსავით მაღლა ახტებოდა და სწრაფად ირბენდა. შემდეგ ამას პორტუგალიელის საქმისადმი დამოკიდებულებას დავამატებდი - იდეალურ პროფესიონალიზმს. ამაზე უკეთესი არ არსებობს.
სხვა მხრივ, არსებობს პატარა მესი. თითქოს ის ყველაფერს ძალიან მარტივად აკეთებს. ამიტომ, როგორც ფეხბურთელი, მე ცოტა უფრო მეტად მომწონს. თუმცა, რონალდოც არაჩვეულებრივია", - განაცხადა კლოპმა "იუთუბის" არხზე.