კვირკველია ძირითადში არაა, ჩაკვეტაძე რეზერვშია - "სპორტ-ექსპრესმა" "სსრკ 2020"-ის სიმბოლური ნაკრები შეადგინა

AutoSharing Option
"სპორტ-ექსპრესმა" პოსტსაბჭოთა ფეხბურთელებისგან "სსრკ 2020"-ის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

"1991 წელს საბჭოთა კავშირი დასრულდა, მაგრამ გარკვეული პერიოდი დსთ-ის ნაკრები არსებობდა. ამ გუნდმა 1992 წელს ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა, სადაც ჯგუფიდან ვერ გავიდა. ამის შემდეგ ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებს თავიანთი ნაკრებები ჰყავთ.

ევრო 2020-ზე ყოფილ სსრკ-ში შემავალი ქვეყნებიდან პირველად შეიძლება სამი ნაკრები მოხვდეს. რუსეთმა და უკრაინამ უკვე გადალახეს საკვალიფიკაციო ბარიერი, ხოლო საქართველოს და ბელარუსს ტურნირზე ერთა ლიგის პლეი-ოფიდან შეუძლიათ მოხვდნენ (უფრო სწორად, ერთ-ერთ მათგანს). ამას დაამატეთ ის, რომ აზიის ზონაში ძლიერი უზბეკეთის ნაკრებია, რომელიც
რეგულარულად გადის აზიის თასის პლეი-ოფში".

გამოცემამ 23-კაციანი გუნდი შეადგინა, რომელშიც სათადარიგოთა სკამზე ადგილი მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველს, საბა კვირკველიას მიუჩინა. სასტარტო შემადგენლობა კი ასეთია:

Sportall.Ge

მეკარე: ლუნინი (უკრაინა)

მცველები: ჟირკოვი, ჯიქია, მარიუ ფერნანდესი (ყველა რუსეთი), რაკიცკი (უკრაინა)

ნახევარმცველები: ზინჩენკო, სტეპანენკო (ორივე უკრაინა), გოლოვინი (რუსეთი)

თავდამსხმელები: მხითარიანი (სომხეთი), ჩერიშევი, ძიუბა (ორივე რუსეთი)

აღსანიშნავია, რომ რეზერვისტთა შორის მოხვედრის "პატივი" "გენტის" ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძეს ხვდა წილად. ეტყობა, საჭიროების შემთხვევაში უხმობენ...

მკითხველის კომენტარები / 9 /
ნურავინ წაიტრაბახებს. ბუნებაში ყველაფერია მოსალოდნელი.
tngh-ს!
22 მაისი 2020 21:57
0
ჟირკოვს ნაღდად სჯობია კვერკველია!
დავით 67
16 მაისი 2020 19:33
1
ჟირკოვი მარხენა მცველია ;)
L.J.
19 მაისი 2020 21:17
0
ოცნებას კაცი არ მოუკლავს... ვეღარ ეღირსებიან სსრკ-ს.
tngh
13 მაისი 2020 12:41
0
ეგეთ არაფრის მომცემ ინფორმაციებს, ნუ თარგმნით რუსული პრესადან და ნუ მოგაქვთ აქ.

თუ მსგავსი სტატიები გაინტერესებს, სჯობს უბრალოდ თქვენითვე გააკეთოთ ანალიზი და შეადგინოთ, ვიდრე თქვენნაირივე ჟურნალისტების აზრები აკოპიროთ.

უცხოური პრესიდან უკეთესი იქნება თარგმნოთ გადამოწმებული სიახლეები, საინტერესო ინტერვიუები (ექსპერტებთან და მოქმედ სპორტსმენებთან), ანალიტიკური სტატიები.

მსურს, რომ სპორტალი იყოს ხარისხიანი სპორტული გვერდი და არა რუსული გამომცემლობების ფილიალი.

ვისაც რუსული პრესა აინტერესებს, ისედაც მარტივად მიუწვდება ინფორმაციაზე ხელი. თან თუ მაინც და მაინც, მხოლოდ რუსული წყაროებით ხელმძღვანელობთ, მაგათთანაც ნამდვილად მოიძებნება უამრავი საინტერესო ინტერვიუ, სიახლე, თუ ანალიტიკური სტატია და არა მუდმივი ინფოები '' რა თქვა კანდელაკმა, ვის მოსწონს სტალინი, სსრკ-ს ნაკრები, რომ აღვადგინოთ'' და ა. შ.

იმედია არ დაბლოკავთ ამ კომენტარს.

მადლობა ყურადღებისთვის
Supporter
13 მაისი 2020 11:41
1
მწარე რეალობა
L.J.
13 მაისი 2020 10:43
3
ხო რა, სსრკში აღარ ვმონაწილეობთ ჩივაძის მერე.
ddgfdf
13 მაისი 2020 02:15
1
მთლად გაუბერეს? რა სსრკ-ს ნოსტალგია კლავთ ამ ოკუპანტებს. ითამაშონ თავიიანთვის ჩვენ თავი დაგვანებონ.
G.LA
13 მაისი 2020 00:11
7
საბჭოთა ნაკრები არა და ის კიდევ.მოეშვნენ ოცნებას და ჰოკეის მიხედონ. ფეხბურთი მაგათი საქმე არასდროს ყოფილა და არც იქნება. ჩვენ ადრე თუ გვიან შედეგი გვექნება იმიტომ, რომ ნიჭი გვაქვს ფეხბურთში მაგათგან განსხვავებით
არტ
12 მაისი 2020 23:31
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული