იბრაჰიმოვიჩს უძვირფასესი ავტომობილით გასეირნებისათვის დააჯარიმებენ

AutoSharing Option
"სანის" ცნობით, კორონავირუსის გამო სტოკჰოლმში მყოფმა "მილანის" თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა იტალიაში დაბრუნებამდე თავისი უძვირფასესი Ferrari Monza SP2-ით გაისეირნა.

ასეთი ავტომობილი მხოლოდ 500 ცალია გამოშვებული, მისი ღირებულება დაახლოებით 1.6 მილიონი ევროა და იბრამ საკუთარ თავს დაბადების დღეზე აჩუქა.
პრობლემა ისაა, რომ 38 წლის ფეხბურთელს ამ მანქანის მართვის უფლება არა აქვს, რამეთუ ლიცენზიის ვადა 30 მარტს დაუსრულდა. იბრას კანონით მხოლოდ საგზაო პოლიციის უახლოეს განყოფილებაში მისვლის უფლება ჰქონდა.

ამიტომ მას 1 200-2 000 შვედური კრონით (113-190 ევრო) დააჯარიმებენ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
კაცი შვედეთში დაიბადა, ყველა წარმატებულ ქვეყანაში ითამაშა, გასართობათ ლას-ვეგასში დაფრინავს და ცოტა უხერხული ხომ არაა უნახავი უწოდო იბრას? შეშლი კაი კაცი და კაი ფეხბურთელია იბრა. პანდემაც კიდია და გულაობს.
G.LA
22:46 14-05-2020
2
200 ევრო არ ექნება ამას ძალიან ცუდი ფაქტია :((((((((((
!!!!!!!
20:22 14-05-2020
0

სიახლეები პოპულარული