კვირკველიას თანაგუნდელს კორონავირუსი დაუდასტურდა

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" პერუელი თავდამსხმელი ჯეფერსონ ფარფანი კორონავირუსით დაინფიცირდა, - ამის შესახებ ინფორმაცია რკინიგზელთა კლუბმა საიტით დაადასტურა. მას არც ერთ თანაგუნდელთან კონტაქტი არ ჰქონია.

"დიახ, ფარფანს კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი აქვს. მას კონტაქტი არავისთან არ ჰქონია. როდესაც ვარჯიშები განახლდება, შესაბამისი წესების მიხედვით ვიმოქმედებთ", - განაცხადა "ლოკოს" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ანატოლი მეშერიაკოვმა.

ფარფანს "ლოკომოტივთან" კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება. რუსეთის ჩემპიონატი, სავარაუდოდ, 21 ივნისს განახლდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული