"მილანურმა კლუბმა შეთავაზება 2006 წელს გაგვიკეთა. ისინი გამოსასყიდი თანხის სრულად გადახდისათვის იყვნენ მზად. მაშინ ეს ფული 150 მილიონ ევროს შეადგენდა. სწორედ ამ მიზეზით, მოგვიანებით აღნიშნული რიცხვი 250 მილიონამდე გავზარდეთ, თუმცა ლიონელისა და ჩემს ურთიერთობაში ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი.
მას პირდაპირ ვუთხარი, რომ მათ მთელი თანხის გადახდა მოუწევთ, რადგან მე მისი გაყიდვა არ მინდა. აქ
ლეო ბედნიერი იქნება. "ინტერში" კი მხოლოდ მეტ ხელფასს მიიღებს. "შენი შვილის ბედი არის, გახდეს ისტორიაში საუკეთესო და აქ ისეთი გუნდი ეყოლება, რომელიც მას ამის მიღწევაში დაეხმარება", - განაცხადა ლაპორტამ.
მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით