22 წლის გიორგი ამპლუით ცენტრალური ნახევარმცველია. მას როგორც 6, ისე 8 ნომრის პოზიციებზე შეუძლია თამაში.
როსტოვში დაბადებულმა მახათაძემ "ლოკომოტივის" შემადგენლობაში პრემიერლიგის მატჩში მონაწილეობა ჯერ კიდევ 2015/16 წლების სეზონში მიიღო, თუმცა მისი კარიერა სასურველი ფორმით ვერ განვითარდა და ფეხი ვერც "რუბინში" და ვერც "სკა ხაბაროვსკში" ვერ მოიკიდა.
ახლა ნახევარმცველი "კაზანკას" ღირსებას იცავს და საყრდენის კვალობაზე ცუდად არ გამოიყურება - 15 მატჩი, 2 გოლი, 1 საგოლე გადაცემა.
სტატიის
ავტორის მიხედვით, მახათაძის სათამაშო სტილი ზუსტად ერგება "რკინიგზელთა" ახალი მთავარი მწვრთნელის სისტემას. სწორედ ამიტომ, კრიზისის ფონზე მისი შეძენა "ლოკომოტივისთვის", შესაძლოა, გამართლებული იყოს.