მოსკოვის "ლოკომოტივს" კიდევ ერთ ქართველს სთავაზობენ

AutoSharing Option
ყველაზე პოპულარული რუსული სპორტული ვებგვერდი championat.com-ი მოსკოვის "ლოკომოტივს" წარმოშობით ქართველ ნახევარმცველ გიორგი მახათაძეს ურჩევს.

22 წლის გიორგი ამპლუით ცენტრალური ნახევარმცველია. მას როგორც 6, ისე 8 ნომრის პოზიციებზე შეუძლია თამაში.

როსტოვში დაბადებულმა მახათაძემ "ლოკომოტივის" შემადგენლობაში პრემიერლიგის მატჩში მონაწილეობა ჯერ კიდევ 2015/16 წლების სეზონში მიიღო, თუმცა მისი კარიერა სასურველი ფორმით ვერ განვითარდა და ფეხი ვერც "რუბინში" და ვერც "სკა ხაბაროვსკში" ვერ მოიკიდა.

ახლა ნახევარმცველი "კაზანკას" ღირსებას იცავს და საყრდენის კვალობაზე ცუდად არ გამოიყურება - 15 მატჩი, 2 გოლი, 1 საგოლე გადაცემა.

სტატიის
ავტორის მიხედვით, მახათაძის სათამაშო სტილი ზუსტად ერგება "რკინიგზელთა" ახალი მთავარი მწვრთნელის სისტემას. სწორედ ამიტომ, კრიზისის ფონზე მისი შეძენა "ლოკომოტივისთვის", შესაძლოა, გამართლებული იყოს.



მკითხველის კომენტარები / 6 /
ძალიან გვიჭირს Თავდასხმაში და რატო არ უნდათ ვინმე ნორმალური Თავდასხმლის ნატურალიზება,მოწინავე საფეხბურთო ქვეყნიდან,რომელსაც Თავისი ქვეყნის ნაკრებში მოხვედრის Შანსი არ აᲐქვს.განა იმიტომ რომ ცუდია,არა უბრალოდ უფრო კარგები არიან და კონკურენციაა დიდი.ამას Შრომა,დაკვირვება,მოძიება უნდა,რაც Ჩვენ სამწუხაროდ არ გვიყვარს.Ჩვენ გამზადებული გვიყვარს ყველფერი;მაგრამ სამწუხაროდ ჰორიზონტზეც რომ არ Ჩანს პერსპექტიული,ნაკრების დონის ფეხბურთელი?Თუ მე ვერ ვამჩ ნევ.Ღმერთმა ქნას.....ისე Ჩვენზე უფრო ბევრად მაგარ გუნდებში არიან ნატურალიზებული ფეხბურთელები,რადგან ის Თუ ადგება ქვეყანას და ნაკრებს მე მგონი ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ.
კახა ქ.
01:36 23-05-2020
1
სად ჩითავთ ამ ხალხზე ახალ ინფორმაციებს :))))
L.J.
16:49 22-05-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული