ფრანგი ლეგენდა: ვფიქრობდი - რას მერჩიან? ეს მექანიზმები ადამიანთა ექსპლუატაციისთვის შექმნეს

AutoSharing Option
"ბარსელონას", ტურინის "იუვენტუსისა" და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა ლილიან ტიურამმა გაიხსენა ბავშვობის ისტორია, თუ როგორ იჩაგრებოდა კანის ფერის გამო.

"საფრანგეთში გადმოსვლის შემდეგ შემზარა იმ ფაქტმა, რომ ჩემი რამდენიმე თანაკლასელი კანის ფერის გამო მსჯიდა. ისინი მაიძულებდნენ დამეჯერებინა, რომ ჩემი კანის ფერი ცუდი იყო, თეთრკანიანად ყოფნა კი - კარგი.

ისინი 9 წლის ბავშვები იყვნენ. რასისტებად არ დაბადებულან, თუმცა მათ უპირატესობის კომპლექსი უკვე განვითარებული ჰქონდათ. მას შემდეგ საკუთარ თავს ვეკითხებოდი: "რას მერჩიან? საიდან მოდის ეს ყველაფერი?"

დედა ამ კითხვებზე პასუხს ვერ მცემდა. ის
არსებულ რეალობას ეგუებოდა. მისი აზრით, სხვები რასისტები იყვნენ და ეს არ შეიცვლებოდა.

ისტორიულად ისე დამკვიდრდა, რომ ადამიანები ხალხის რანჟირებას ახდენდნენ. ჩვენ იერარქია კანის ფერის მიხედვით შევქმენით. ვასწავლეთ თეთრებს, რომ ისინი სხვა ყველა დანარჩენზე მაღლა დგანან. ისე, როგორც კაცებს აჯერებდნენ ქალებთან უპირატესობაში.

ყველა ეს ინტელექტუალური და იდეოლოგიური მექანიზმი ადამიანთა ექსპლუატირებისთვის არის შექმნილი", - განაცხადა ტიურამმა.

შეგახსენებთ, ლილიან ტიურამი 1972 წელს გვადალუპეში დაიბადა, ხოლო 1981 წელს მისი ოჯახი საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა.

მომზადებული The Guardian-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
ან გდებულიყავით აფრიკაში,ძალით ჩაგათრიათ ვინმემ საფრანგეთში?!
ბათუმის ფანი
29 მაისი 2020 13:52
3
ნუ პრუწუნობ ერთი ბალნაჭამ უკანალივით ლილი,აფრიკაში უარესი ხდება თეთრების მიმართ,სხვა არ ვიცი მარა ნიგერიაში უმეტეს უბანში დაცვის გარეშე თეთრს ან დამბრედენ ან გაიტაცებენ
ბათუმის ფანი
29 მაისი 2020 13:51
3
ეჰ ლილიან, ბევრი თეთრი მაგას მაინც ვერ მიხვდება. იმიტომ რომ შიგნიდან არიან "შავები" ))))))))))
korben dallas
28 მაისი 2020 18:09
5

სიახლეები პოპულარული