საფრანგეთის ჩემპიონატზე "გენგამი" ლიონში "ოლიმპიკთან" 1:2-ზე დამარცხდა. ამ შეხვედრაზე თქვენს ყურადღებას არ გავამახვილებდით, რომ არა ერთი აღსანიშნავი ფაქტი - მასპინძელთა კარი 71-ე წუთზე 20 წლის თავდამსხმელმა მარკუს ტიურამმა დალაშქრა. ეს საფრანგეთის პირველობაზე მისი პირველი გოლია.
მარკუსი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის ლილიან ტიურამის შვილია, რომელმაც თავისი პირველი გოლი ქვეყნის ჩემპიონატზე "მონაკოში" თამაშისას 1994 წლის 19 თებერვალს გაიტანა.
უმცროსი ტიურამი გალთა ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელია.