"ბარსელონას", ტურინის "იუვენტუსისა" და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა ლილიან ტიურამმა გაიხსენა ბავშვობის ისტორია, თუ როგორ იჩაგრებოდა კანის ფერის გამო.
"საფრანგეთში გადმოსვლის შემდეგ შემზარა იმ ფაქტმა, რომ ჩემი რამდენიმე თანაკლასელი კანის ფერის გამო მსჯიდა. ისინი მაიძულებდნენ დამეჯერებინა, რომ ჩემი კანის ფერი ცუდი იყო, თეთრკანიანად ყოფნა კი - კარგი.
ისინი 9 წლის ბავშვები იყვნენ. რასისტებად არ დაბადებულან, თუმცა მათ უპირატესობის კომპლექსი უკვე განვითარებული ჰქონდათ. მას შემდეგ საკუთარ თავს ვეკითხებოდი: "რას მერჩიან? საიდან მოდის ეს ყველაფერი?"
დედა ამ კითხვებზე პასუხს ვერ მცემდა. ის
არსებულ რეალობას ეგუებოდა. მისი აზრით, სხვები რასისტები იყვნენ და ეს არ შეიცვლებოდა.
ისტორიულად ისე დამკვიდრდა, რომ ადამიანები ხალხის რანჟირებას ახდენდნენ. ჩვენ იერარქია კანის ფერის მიხედვით შევქმენით. ვასწავლეთ თეთრებს, რომ ისინი სხვა ყველა დანარჩენზე მაღლა დგანან. ისე, როგორც კაცებს აჯერებდნენ ქალებთან უპირატესობაში.
ყველა ეს ინტელექტუალური და იდეოლოგიური მექანიზმი ადამიანთა ექსპლუატირებისთვის არის შექმნილი", - განაცხადა ტიურამმა.
შეგახსენებთ, ლილიან ტიურამი 1972 წელს გვადალუპეში დაიბადა, ხოლო 1981 წელს მისი ოჯახი საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა.
მომზადებული The Guardian-ის მიხედვით