ისტორიაში პირველად SpaceX -მა და NASA-მ კოსმოსში კერძო ხომალდი Crew Dragon-ი გაუშვეს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტები კერძო კომპანიის შექმნილი რაკეტით გაემგზავრნენ. აღსანიშნავია, რომ 2011 წლის შემდეგ აშშ-დან ასტრონავტები პირველად გაუშვეს.
"ლეგიას" საიტი იტყობინება, რომ ხომალდის გაფრენის წინ ასტრონავტები ბობ ბენკენი და დაგ ჰერლი "ლეხისა" და "ლეგიას" მატჩს მონიტორზე უყურებდნენ. შეხვედრა 0:1 დასრულდა, სტუმართა გუნდში 75-ე წუთამდე ითამაშა ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ და საგოლე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა.